ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > შეთავაზება online მაღაზიებს (არსებულებს, ან მას რომელიც აწი შეიქმნება)

შეთავაზება online მაღაზიებს (არსებულებს, ან მას რომელიც აწი შეიქმნება)

შეთავაზება online მაღაზიებს (არსებულებს, ან მას რომელიც აწი შეიქმნება).

KAR.GE ითანამშრომლებს ერთ ონლაინ მაღაზიასთან!

რატომ გირჩევნიათ ჩვენთან მეგობრობა?

  1. ინტერნეტ რეკლამა მუდმივად ძვირდება. რაც არ უნდა გადაიხადოთ ონლაინ მარკეტინგში (ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებით კი FB-ში), საქართველოში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია 10x და მეტად ეფექტიანად შედეგების დადება;
  2. მოტივაცია პრაგმატული გვაქვს: “სანიმუშოთ” დავქოქოთ ონლაინ მაღაზიაც და იქ გაყიდული პროდუქციაც! ანუ, გაყიდვების რეალური ზრდა და რა თქმა უნდა ყველასთვის მომგებიანად!

კრიტერიუმები online მაღაზიისთვის:

  • მომხმარებელზე ორიენტირებული User Friendly ინტერფეისი;
  • ტექნიკურად გამართული ონლაინ მაღაზიის ვებსაიტი;
  • მოწესრიგებული & მოქმედი FB გვერდი;
  • მონდომებული გუნდით, რომელიც მზად არის ზრდისთვის;
  • ეფექტურად ბრენდირებული რა თქმა უნდა;
  • შეიძლება იყოს უშუალოდ მწარმოებლის ონლაინ მაღაზია;
  • შეიძლება ყიდიდეს ნებისმიერ პროდუქტს (მხოლოდ ქართულზე არ ვიციკლებით ამ თემაში, თუმცა ქართული ნაწარმი უნდა იყიდებოდეს!);
  • ტყუილად ნუ შეგვეხმიანებით, თუ მარკეტინგის ჯამური (ჯამური) ბიუჯეტი თვეში 1,000 ლარზე ნაკლები გაქვთ. ჩვენ ბევრი შეგვიძლია, მაგრამ ჯადოქრები არ ვართ 🙂 და არც ინტერესი გვაქვს დრო ვხარჯოთ მასთან, ვინც თვითონ არ აკეთებს ინვესტიციას საკუთარ წარმატებაში;

ონლაინ მაღაზია ბევრია საქართველოში (და კიდევ ბევრი შეიქმნება), KAR.GE-ს კი მხოლოდ ერთთან გრძელვადიანი პარტნიორობა აინტერესებს. ზემოთ არის ჩვენი შეთავაზება online მაღაზიებს. თუ თქვენც დაინტერესდით, დაგვიკავშირდით აქ!