ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > რა შემთხვევაში არ ვითანამშრომლებ მწარმოებელთან?

რა შემთხვევაში არ ვითანამშრომლებ მწარმოებელთან?

შენიშვნა: ეს სტატია კონკრეტულად ეხება Facebook გვერდის მართვის მომსახურებას და მის ფარგლებში თანამშრომლობას.

ამას წინათ ერთი მწარმოებელი მიკავშირდება. Facebook გვერდის გააქტიურება სურს და მთხოვა იქნებ KAR.GE-ს “შეთავაზება” გავუგზავნო, რომ განიხილონ და “თუ რამე” დამიკავშირდებიან. ერთი ნამდვილად კარგად იცის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში საუკეთესოდ შეგვიძლია ქართული ნაწარმის პოპულარიზება.

დავანებოთ თავი იმას, რომ ამ საქმის სპეციფიკაში ვერ ერკვევა საერთოდ … ჩემთვის ვფიქრობ: რა უნდა შემომთავაზოს ახლა ამან ისეთი, რომ მე დავთანხმდე ჩავიბარო მათი “ხუშტურებიანი” დირექტორის (რომელსაც ვიცნობ) Facebook “ფრონტის ხაზი”?

დააკვირდით, ზოგ შემთხვევაში საკითხი დგას ასე: ის უნდა იყოს ბედნიერი, რომ მე ის მივიკარო. რატომ? რადგანაც ვიცი, რომ ცუდ პროდუქტს აწარმოებს, ცუდი რეპუტაცია აქვს ბაზარზე, თუ დავთანხმდი მომიწევს მათი რეალობის “შელამაზება” და არაობიექტურად გაშუქება, და თან ისეთ კონკურენტულ დარგში, სადაც კონკურენტები ჰყავს ნამდვილი “ზვიგენები”.

გავუგზავნე შეთავაზება … ისეთი, რომ 100 წელი ჩემსკენ აღარ გამოიხედავს.

თუ მწარმოებელი ხარ (მე საქმე სხვასთან არ მაქვს) ოთხ მიზეზს გეტყვი, როდის შეიძლება არ ვითანამშრომლო შენთან:

  1. თუ აწარმოებ ცუდი ხარისხის პროდუქტს, მე კი არა მამაზეციერი ვერ შეუქმნის მას დადებით იმიჯს
  2. თუ არ გაწყობს “ზედმეტი” გამჭვირვალობა, Facebook დაივიწყე საერთოდ
  3. თუ დირექტორი გყავთ “კილაოზნიკი” და ზედმეტად ჭკუის დამრიგებელი, ბოდიში მაგრამ მისი ნერვი არ მაქვს
  4. თუ ვგრძნობ, რომ თქვენთან პარტნიორობით ჩემს რეპუტაციის ოდნავ მაინც ჩრდილი მიადგება

ოთხი უფრო “რბილი” შემთხვევაა, როცა შეიძლება განვიხილო თქვენთან თანამშრომლობა გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  1. საზოგადოებრივი იმიჯი დამსახურებულად გაქვს ძალიან ცუდი? არა უშავს. გამოსწორებადია, მთავარია რამე ფუნდამენტურად ცუდი არ ხდებოდეს თქვენთან
  2. მიზნობრივ აუდიტორიას აქვს განსაკუთრებით ბევრი ცრურწმენა? არც ესაა პრობლემა. ცრურწმენების საწინააღმდეგოდ მუშაობა ეფექტურად შეიძლება
  3. არასწორი მოლოდინები გაქვთ FB გვერდის ამუშავებისგან? არა უშავს, მარტივად აგიხსნით რა როგორ მუშაობს
  4. პირველ პირი კომუნიკაციისთვის არის მიუწვდომელი? მოუწევს ამ საქმეს გარკვეული დრო დაუთმოს

კიდევ დავწერდი, მაგრამ 4+4 ით შემოვიფარგლები ამჯერად.

მთავარი დასკვნა: Facebook გვერდის მართვის, ზედ მიმდინარე კამპანიის მიზანია მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაცია. თუ თქვენ არ ხართ მზად მომხმარებელთან ადექვატური გამჭვირვალობისთვის, ჯობია არც დაიწყოთ ეს საქმე. სხვა შემთხვევაში – 577 73 79 64.