ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > რა პრაქტიკული სარგებლიანობა მოაქვს FB-ის ახალ ინტერფეისს?

რა პრაქტიკული სარგებლიანობა მოაქვს FB-ის ახალ ინტერფეისს?

თუ სწორად მახსოვს 2020-ის ივლისში დაანონსდა Facebook ინტერფეისის ცვლილება. აგვისტოდან ვტესტავ ახალ “ტყავს”. მომწონს თუ არ მომწონს სხვა თემააა, უნდა გადავეწყოთ ახალ მოთხოვნებზე. ეს სტატია გამოადგება მას, ვინც ცდილობს თავისი Facebook გვერდიდან “გამოწუროს” მაქსიმუმი.

ცვლილებები:
(მობილურ ვერსიაში ფაქტობრივად ვერაფერი მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ შევნიშნე. ჩემთან შეიცვალა დესკტოპ ვერსია მხოლოდ. გამოვდივარ 2020-09-25-ის მოცემულობიდან)

  • ორიგინალურ პოსტში იმავე გვერდის დასახელებას არ მათაგინებს, სხვებს კი
  • გვერდის ქუდში ვიდეოს არ უშვებს ავტომატურად (ტელეფონში კი ეშვება)
  • თიზერის რედაქტირებისას არ ჩანს სმაილიკები. თიზერის გაკეთება გართულდა. იმედია “დაღვინდება” ეს საკითხი
  • story-ს როლი დაწინაურება და აქცენტირება თვალსაჩინოა
  • SEND MESSAGE ღილაკის დამატებას ხშირად გთავაზობს გრაფიკულ პოსტზე. ეს ზრდის კომუნიკაციას
  • საგრძნობლად ნაკლებს აჩვენებს engagement-ში. სადაც 10 % იყო მინიმუმ, 5%-ს აღარ სცილდება სხვა თანაბარ პირობებში
  • გადაზიარებულის (გვერდზე, ჯგუფში, პროფილში) თიზერში “გარე” ბმულს არ მადებინებს (ორიგინალ პოსტში კი). ეს დაარტყამს FB-დან აუდიტორიის “გადაქაჩვის” უნარს
  • გადაზიარებულის (გვერდზე, ჯგუფში) თიზერში არ მათაგინებს გვერდს (პროფილში კი). ეს დაარტყამს გადაზიარებული პოსტიდან Like-ების “მოკრეფის” უნარს
  • გვერდიდან პოსტის გაზიარებისას ღილაკების განლაგება ხშირად იცვლება. ეტყობა იტესტება ჯერ კიდევ
  • თუ ჯგუფებში გადაზიარებულები ცალ-ცალკე ამოხტებოდა timeline-ში, ხშირად ესენი ყველა გაერთიანებული მხვდება. ეს დაარტყამს Reach-ს

დასკვნები (actionable):
(“სტანდარტული” მიდგომების მქონე FB გვერდების შედეგები კიდევ უფრო დავარდება. ყველას მოუწევთ ადაპტირება)

  • ყველა პოსტზე უაღრესად რეკომენდებულია CTA-ს (ეგრევე პოსტერზე). პოსტის როლი კიდევ უფრო იწევს წინ, უფრო სწორად user-ის პოსტთან იტერაქციის როლი
  • ყველა თიზერი ჯობია იყოს მოკლე, მაქსიმუმ 2-3 სტრიქონი, ანუ მაქსიმუმ 15 სიტყვა, აქედან 12 დამთრევი (თავისი ტექსტით, სმაილებით, ბმულით, ჰეშთეგებით)
  • SEND MESSAGE ღილაკის დადებას ხშირად გთავაზობს გრაფიკულ პოსტერზე. მოვემზადოთ მეტი კომუნიკაციისთვის. მესიჯინგ აპებს მიეცემა მეტი გამოყენება
  • ჯგუფებში გაზიარება უფრო სწრაფად ხდება ერთი ფანჯრიდან. ეს ზოგავს დროს
  • შეიძლება თიზერი საერთოდ არ გააკეთო და მხოლოდ ორიგინალი თიზერი დატოვო. ისიც კარგად ჩანს პოსტის ქვემოთ. აქამდე განაცრისფერებული იყო
  • კრეატიული პოსტების ახალ სერიას უჩენს შანსს: ზედა თიზერში დაწყება, მერე სურათი, მერე ქვედა თიზერი
  • უფრო მეტად დაფასდება “hack”-ები

ცხადია ეს ყველაფერი არ არის …
ბევრი რამ იქნება, რომელიც მე არ დამიტესტია და/ან არ შემხვედრია ჯერ …
ამიტომ, მოხარული ვიქნები თქვენს დაკვირვებებსაც გამიზიარებთ …