ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > CASE: FB კამპანიის ანგარიში (ორგანული მულჩის წარმოება)

CASE: FB კამპანიის ანგარიში (ორგანული მულჩის წარმოება)

ქვემოთ მოცემული ანგარიში ერთის მხრივ არის ნიმუში იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვუკეთებთ KAR.GE კატალოგში რეგისტრირებულ მწარმოებლებს (KAR.GE კატალოგში რეგისტრაციის შეთავაზება იხილეთ აქ), მეორეს მხრივ კი ნიმუში ანგარიშისა, რომელსაც ყოველთვიურად ვაკეთებთ ჩვენი იმ კლიენტებისთვის, რომელთა Facebook გვერდებიც გვაბარია და ვმართავთ (მწარმოებლების Facebook გვერდის მართვის მომსახურების შეთავაზება იხილეთ აქ).

მოკლე რეზიუმე

შპს “ჯეო მულჩი”-სთვის განხორციელებული FB კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა 12 პოსტი (დაპირება იყო 10). შედეგად მივიღეთ 402,000+ Reach (დაპირება იყო 200,000), დაგეგმილზე თითქმის 2+ჯერ მეტი. გარდა ამისა Engagement-მა შეადგინა 12,400+. კამპანია განხორციელდა KAR.GE-ს Facebook გვერდზე.

ჯამში, დამკვეთმა KAR.GE კატალოგში 1 წლიანი ჩართულობისათვის (2020 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით) დახარჯა 500 ლარი და მხოლოდ Facebook კამპანიის განხორცილების შედეგად მიიღო მინიმუმ 1,950 ლარის საერთო ღირებულების სარეკლამო მომსახურება.

1,950 ლარი მინიმალური თანხაა, რასაც ამ სფეროში მომუშავე სარეკლამო სააგენტო მოითხოვდა ანალოგიური მასშტაბის სამუშაოს შესასრულებლად / ანალოგიური შედეგის დადების მიზნით. სარეკლამო მომსახურების ღირებულება იანგარიშება შემდეგნაირად: 1) 408 USD (იგივე 1,250 ლარი 2020-ის 19 ივლისის კურსით – 3.0651 და ამ დროს არსებული FB ფასებით) ღირს სარეკლამო ეფექტი FB-სთვის დაბუსტვაში რომ გადაეხადა იგივე Reach-ის მისაღებად; 2) 12 პოსტის მომზადების მინიმალური ხარჯი 12 * 50 = 600 ლ; 3) მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარჯი 100 ლ;

დეტალური ანგარიშის ნიმუში ჩამოტვირთეთ და იხილეთ აქ!

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონზე 577 73 79 64 და ელ ფოსტით – info@kar.ge