ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > CASE: FB კამპანიის ანგარიში (ავტომობილის გაზის სისტემის ფილტრის წარმოება)

CASE: FB კამპანიის ანგარიში (ავტომობილის გაზის სისტემის ფილტრის წარმოება)

ქვემოთ მოცემული ანგარიში ერთის მხრივ არის ნიმუში იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვუკეთებთ KAR.GE კატალოგში რეგისტრირებულ მწარმოებლებს (KAR.GE კატალოგში რეგისტრაციის შეთავაზება იხილეთ აქ), მეორეს მხრივ კი ნიმუში ანგარიშისა, რომელსაც ყოველთვიურად ვაკეთებთ ჩვენი იმ კლიენტებისთვის, რომელთა Facebook გვერდებიც გვაბარია და ვმართავთ (მწარმოებლების Facebook გვერდის მართვის მომსახურების შეთავაზება იხილეთ აქ).

PDF ანგარიშის ნიმუში ჩამოტვირთეთ და იხილეთ აქ!

მოკლე რეზიუმე

შპს “ეკო ემ დი”-სთვის შეიქმნა Facebook გვერდი, შემუშავდა FB გვერდის მართვის სტრატეგია, შესრულდა ფოტო-ვიდეო გადაღება და განხორციელდა 1 თვიანი FB სარეკლამო კამპანია.

FB კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა 12 პოსტი (დაპირება იყო 10). შედეგად მივიღეთ 339,000+ Reach (დაპირება იყო 200,000), დაგეგმილზე თითქმის 70%-ით მეტი. გარდა ამისა: 1) Engagement-მა შეადგინა 13,100+; 2) FB გვერდის Like-ების ნაზრდმა 282+; 3) ვიდეოების ნახვებმა 49,500.

ჯამში, დამკვეთმა KAR.GE კატალოგში 1 წლიანი ჩართულობისათვის (2020 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით) დახარჯა 500 ლარი და მხოლოდ Facebook კამპანიის განხორცილების შედეგად მიიღო მინიმუმ 2,082 ლარის საერთო ღირებულების სარეკლამო მომსახურება.

2,082 ლარი მინიმალური თანხაა, რასაც ამ სფეროში მომუშავე სარეკლამო სააგენტო მოითხოვდა ანალოგიური მასშტაბის სამუშაოს შესასრულებლად / ანალოგიური შედეგის დადების მიზნით. სარეკლამო მომსახურების ღირებულება იანგარიშება შემდეგნაირად: 1) 353 USD (იგივე 1,082 ლარი 2020-ის 19 ივლისის კურსით – 3.0651 და ამ დროს არსებული FB ფასებით) ღირს სარეკლამო ეფექტი FB-სთვის დაბუსტვაში რომ გადაეხადა იგივე Reach-ის მისაღებად, 2) 12 პოსტის მომზადების მინიმალური ხარჯი 12 * 50 = 600 ლ, 3) მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარჯი 100 ლ, 4) ფოტო & ვიდეო გადაღების ხარჯი 300 ლ (აქ კიდევ არ შედის სტრატეგიის შემუშავების ხარჯი)

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონზე 577 73 79 64 ან ელ ფოსტით – info@kar.ge