რა მოხდება თუ დაქოქილ FB გვერდზე აქტივობას მნიშვნელოვნად დავაგდებთ?
[ვწერ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე]
ანუ, თუ მაგალითად თვეში გვქონდა 8 პოსტი, 400,000 ბუნებრივი Reach, 20,000 ბუნებრივი Engagement და აქედან დავენარცხებით ისევ 8 პოსტზე, ოღონდ უკვე 8,000 ბუნებრივი Reach და 1,000 ბუნებრივი Engagement-ზე?
[ამ მსჯელობისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი Like აქვს გვერდს]
თუ გავითვალისწინებთ Facebook-ის მიერ ნებისმიერი FB page-ის ნებისმიერი პოსტის timeline-ში გამოჩენის ალგორითმის მუშაობის პრინციპს, შემდეგ რეალობას მივიღებთ:
- ყოველი მომდევნო პოსტი სულ უფრო ნაკლებ შიგა (FB გვერდის დამლაიქებლები) აუდიტორიაზე გავა ბუნებრივად. პოსტს სტანდარტულად 6-14 % Reach აქვს შიგა აუდიტორიაზე. განსაკუთრებულ შემთხვევებში 20%-საც სცილდება (მე პირადად 42%-ც მქონია აქტიურ გვერდზე)!
- FB პოსტის დაბუსტვა სხვა თანაბარ პირობებში გაძვირდება, ვინაიდან ნაკლებ აუდიტორიაზე წვდომა ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ ჩართულობას, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პოსტის ეფექტი უფრო მოკლე დროში მოკვდება, განსაკუთრებით ჩვენს გადატვირთულ მედია გარემოში!
- ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლებ აუდიტორიას მოხვდება თქვენი თემა თვალთ, ანუ ნაკლებს შეახსენებთ, რომ თქვენი პროდუქტი არსებობს. ანუ, ცნობადობა დაგივარდებათ. სად 400,000 / 20,000 და სად 8,000 / 1,000?
- ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ნაკლები გაგეყიდებათ!
- დამატებით (დესერტად), FB გვერდის გააქტიურება კიდევ უფრო რთული ხდება ვარდნის შემდეგ (რაც დროის და ფულის ხარჯია)!
მორალი: არ დააგდოთ FB გვერდის აქტივობა, თორემ 1) დაგივარდებათ ცნობადობა & გაყიდვები, და 2) FB გვერდის ამოქოქვა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ!