ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > 561,000+ FB მომხმარებელმა ნახა ეს FB პოსტი გამოქვეყნებიდან 36 საათში

561,000+ FB მომხმარებელმა ნახა ეს FB პოსტი გამოქვეყნებიდან 36 საათში

2020 წლის 6 მაისს მომხდარი ეს ფაქტი მართლაც უნიკალური შემთხვევაა. 561,000+ FB მომხმარებელმა ნახა ეს FB პოსტი გამოქვეყნებიდან 36 საათში. 37,000+ მათგანმა კი რეაგირება მოახდინა. შედეგი არის 100 % ორგანული. როგორ მოვახერხეთ ეს? მწარმოებელთან თვეების მუშაობისას გამოცდილება, დაუღალავი შრომა და რაც მთავარია მუდმივი ექსპერიმენტები.

ერთ პოსტზე 20-50,000 Reach და 3-15 % Engagment ნორმალურად ვთვლი. თუმცა, “დილის პროდუქტები”-ს ამ პოსტის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივთან შედარებით 3x ან 4x მოლოდინი ნამდვილად მქონდა.

მწარმოებლებო:

  1. ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანთან გაკეთდა რეკლამა ერთი ხელის მოსმით. 561,000+ ადამიანმა Facebook-ზე 36 საათში ნახა “დილის პროდუქტების” ეს პოსტერი. შეხედა ლოგოს, შეხედა კვერცხს, დაფიქრდა.
  2. 37,000+ Facebook მომხმარებელმა პოსტზე გააკეთა რეაგირება (დაალაიქა, გააზიარა, კომენტარი გააკეთა, დააწკაპუნა და ა.შ.), ანუ ძალისხმევა დახარჯა.
  3. მსგავსი პოსტები ემსახურება “დილის პროდუქტების” ცნობადობის და ბრენდის & პროდუქციის მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც შედეგად ზრდის გაყიდვებს. რიცხვები ამბობენ ამას.

ვიცი ახლა რაზეც ფიქრობთ …

ნახეთ ჩვენი შეთავაზება და დაგვირეკეთ 577 73 79 64.