ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > FB გვერდის მართვა 4D სივრცეში?

FB გვერდის მართვა 4D სივრცეში?

გახსოვთ FB-ზე რას პოსტავდით 5 წლის წინ? 10 წლის წინ? მე არა. სამაგიეროდ FB-ს ახსოვს, გვახსენებს კიდეც პერიოდულად.

დაგუგლეთ თქვენი ბრენდი. გამორიცხული არაა ბევრი ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რაც თქვენ აღარ გახსოვთ. თუმცა Google-ს ახსოვს!

როცა რამეს პოსტავთ, გაითვალისწინეთ, რომ 1 დღეში უკვე ძველი შეიძლება იყოს, ან შეიძლება მეორე დღეს კონკურენტმა უკეთესი დადოს, ან შეიძლება მესამე დღეს აღმოგიჩინოთ ვინმემ და დაგახიოთ თავზე თქვენი “პროფესიონალიზმი”. ცდებით თუ გგონიათ, რომ თქვენ სამგანზომილებიანი სივრცეში ოპერირებთ. თქვენ ოპერირებთ მომენტში და კვალს ტოვებთ ამ მომენტში. მომენტები კი დროში რომ იწელება უკვე მეოთხე განზომილებას ამატებს 3 განზომილებიან სივრცეს. თუ ეს უკვე არ გიგრძვნია საქმეში, ისე ძნელია ახსნა.

როგორ “დაიცვათ” თავი?

სრულყოფილი “დაცვა” აქ არ არსებობს, თუმცა …

1. FB პოსტის შექმნისას გაითვალისწინეთ რომ შექმნათ მაქსიმალურად “მარადმწავანე” პოსტები[ც]. წარმოიდგინეთ რომ გავიდა 1, 5, 10 წელი და გადაიკითხეთ. ისევ ძალაში იქნება თქვენი ნაწერი?

2. FB პოსტის გამოწვეყნებისას გაითვალისწინეთ რომ პოსტი ისტორიას დარჩება და ბევრჯერ გადაზიარდება.

3. პოსტის მოდერაციისას გაითვალისწინეთ რომ FB გვერდის სტუმრების კომენტარები თავისით არ იშლება. არც თქვენი. ისეთი დაწერეთ, რომ წინ რომ დაგხვდეთ მომავალში, მინიმალურად მაინც დაზარალდეთ.

საკუთრი 4D სამყაროს კონტროლის მიზნით:

  1. დაlogე ყოველი FB პოსტი. წვდომა FB პოსტის ბმულზე ერთიანი ბაზიდან არის საჭირო (ეგრევე გასვლა ბმულზე). რა იცი როდის დაგჭირდება;
  2. თვალი ადევნე მოვლენებს. მყისიერად წაშალე ნებისმიერი პოსტი საჭიროების შემთხვევაში. ამ დროს წაშლით მის ნებისმიერი გადაზიარებას. ოღონდ გადაზიარებულის კომენტარებს ვერა;

შეეჩეხეთ მსგავს პრობლემებს უკვე?

როგორია თქვენი “გადაწყვეტა”? დაწერეთ ქვემოთ