ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > FB რეკლამა ამ თვეში 30%-მდე გაძვირდა. მომდევნო თვეში 50 %-მდე გაძვირებაა მოსალოდნელი

FB რეკლამა ამ თვეში 30%-მდე გაძვირდა. მომდევნო თვეში 50 %-მდე გაძვირებაა მოსალოდნელი

TLDR: ბოლო აბზაცი წაიკითხეთ

თუ FB-ზე რეკლამაში ფულს ხარჯავ ცხადია გინდა რომ შენი პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს (Reach) და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართო (Engagement).

პრობლემა იმაშია, რომ FB რეკლამის ფასი ყოველ თვეში იცვლება. გიზიარებთ რამდენიმე დასკვნას ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (გვაქვს FB გვერდის მართვის მომსახურება და მუდმივად ვაკეთებთ ამ და სხვა ტიპის ანალიზს):

  1. ბოლო 12 თვის განმავლობაში FB რეკლამა ყველაზე ძვირი 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერის მიჯნაზე იყო. ამ დროს 10 $ მასიური ბუსტით (ბუღალტერიაში გატარებით ეს მიახლოებით 13 $ ხარჯია ადგილობრივი კომპანიისთვის) მიწვდებოდი საშულოდ 6,750 FB user-ს.
  2. იანვარში ფასების სეზონური ვარდნის შემდეგ (FB ფასები მიახლოებით 30-35 %-ით შემცირდა), თებერვალში FB რეკლამა 10-15 %-ით გაძვირდა, მარტში კი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი … თითქმის 80 % დაცემა განიცადა. რატომ? ეკონომიკები დაიკეტა, რეკლამას აღარავინ აკეთებდა და ფასებიც მინიმუმებზე დაეცა.
  3. ბოლო თვეში (მაისში) FB რეკლამის ფასები დაახლოებით 30 %-ით გაიზარდა. რატომ? დაიწყო ეკონომიკების გახსნა, გამოცოცხლებულმა კომპანიებმა დაიწყეს FB-ში ხარჯვა, გაიზარდა მოთხოვნა, გაიზარდა ფასიც. დინამიკას თუ დავაკვირდებით მე პირადად 50 %-მდე ფასის ზრდას ველი 2020 ივნისში.

მთავარი დასკვნა:

თუ თქვენს FB გვერდს მხოლოდ რეკლამით ამუშავებს ეს გზა 1) არაეფექტურია, 2) არაეფექტიანია, და 3) სულ უფრო მეტად და მეტად ძვირი დაგიჯდებათ (აგერ მე და აგერ მარკი). ნახეთ ჩვენი შეთავაზება, დამირეკეთ 577 73 79 64 და აგიხსნით როგორ შეიძლება იმავე თანხაში მინიმუმ 3-ჯერ მეტი შედეგი დადოთ!