ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

ელენა ჯიშიაშვილი, ი.მ

+995 599 19 85 78
charozi2019@gmail.com
ვებსაიტი
FB გვერდი

ი.მ. ელენა ჯიშიაშვილმა უგემრიელესი ნუგბარის წარმოება 2019 წლის ნოემბრის თვეში, ქალაქ ქუთაისში დაიწყო და ბრენდი “ჩაროზი” შექმნა. დაფუძნების წინაპირობა იყო საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობა და ხალხური ეროვნული ტკბილეულისა და ჩაროზების ძველი რეცეპტების მოძიება-შესწავლა, შემდეგ კი განახლებული რეცეპტურით ინოვაციური მიწოდება მომხმარებლისათვის. 2020 წელს ბაზარზე მეორე ბრენდი – “ჩარო” გამოჩნდა, რომელმაც თავისი უნიკალური ფორმებით უმალვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

ნატურალობა და აუთენტურობა პროდუქციის ძირითადი მახასიათებელია. ნუგბარს თანამედროვეობისთვის მისაღები სახე აქვს, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს ძველ ტექნოლოგიას და შემადგენლობას. გამოიყენება ნედლეული: ყურძნის წვენი (უშაქრო ბადაგი), თხილი, ნიგოზი, ნუში, ქეშიუ, ხურმა, მოცხარი, გარგარი, შავი ქლიავი, წითელი ტყემალი, ქიშმიში, სუფთა შოკოლადი, ხორბლის და სიმინდის ფქვილი, წაბლის თაფლი და ა.შ.. ამ ნედლეულის დასამუშავებლად გამოიყენება: ხის სარევები, სპილენძის ქვაბები, საშრობები (ტემპერატურულ-ჰაეროვანი).

ამ ეტაპზე კომპანია 2 ბრენდის (“ჩაროზი” და “ჩარო”) 30-მდე დასახელების 300 კგ-მდე პროდუქციას აწარმოებს თვეში. პროდუქციის შენახვა დასაშვებია 12 თვის განმავლობაში. თუმცა თავის მაქსიმალურ სირბილეს ინარჩუნებს 3 თვის განმავლობაში.

პროდუქციის ნიმუშებმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურეს უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთსა და ინგლისში. უშაქრობის გამო პროდუქცია პრიორიტეტულია იმ მყიდველისათვის, ვინ მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ზრუნავს თავისი და ახლობლების ჯანმრთელობაზე. ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივ მოსახლეობა და ტურისტები. კომპანიას სარეალიზაციო წერტილი აქვს თბილისი მოლი, მესამე სართულზე, Food Court-თან.