ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ჩირინა, შპს

ჩირინა, შპს

გუდიაშვილის 9; თბილისი, საქართველო
+995 32 2 000 221
info@chirina.ge
ვებსაიტი
ბიუბიუ / Biubiu

შპს “ჩირინა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან (2013 წლიდან) ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. ამჟამად, “ჩირინას” ძირითადი პროდუქცია არის “ბიუ ბიუ”-ს ქათმის ხორცპროდუქტები. თუმცა, ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ხილს (ვაშლს) და კომპოსტს. ჩირინა სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვის, ლაბორატორიული კვლევების სერვისს და ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას.

შპს “ჩირინას” პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. წარმოების თითოეული რგოლი სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტის მიხედვით.

რამდენიმე ფაქტი:

ბიუ ბიუს ქათმების მწარმოებელი კომპანია “ჩირინა” ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია.

2013 წლიდან კომპანია მომხმარებელს ქართული სიმინდით და ხორბლით ნაკვებ ბიუ ბიუს ჯანსაღი ქათმით ანებივრებს.

პროდუქციის წარმოება სრულიად საქართველოში ხდება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპანია „ჩირინას“ ფერმერული კომპლექსი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, კერძოდ კი სოფელ სართიჭალაში, მარტყოში და გამარჯვებაში.

ფერმერულ კომპლექსში ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებულები.
კომპანიას მინიჭებული აქვს ISO 22000 სერთიფიკატი HACCP პრინციპებით. ეს ნიშნავს, რომ საწარმოს ყველა რგოლში წარმატებით დანერგილია საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მართვის სისტემა. ეს თავის მხრივ საუკეთესო საბოლოო პროდუქტის გარანტიაა.

ბიუ ბიუს უმაღლესი ხარისის პროდუქცია ყოველდღიურად მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი ბაზარზე როგორც გაყინული, ასევე ნედლი სახით. ნედლ ხორცს დიდი უპირატესობა აქვს გაყინულთან შედარებით, რადგან გალღობა არ ჭირდება და მომხმარებელს დროს უზოგავს, ასევე ხასიათდება მაღალი კულინარული და საგემოვნო თვისებებით.

დღეისათვის შპს „ჩირინას“ მფლობელობაშია:

– სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები
– კომბინირებული საკვები ქარხანა
– ნედლეულის საშრობი ქარხანა
– ხორცის დამუშავების საწარმო
– ინკუბატორი
– ცილოვანი საკვების ქარხანა
– კომპოსტირების კომპლექსი
– წყალგამწმენდი სადგური
– ვაშლისა ბაღები
– ხილის სამაცივრე კომპლექსი
– ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია “სანა”

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შპს „ჩირინა“ გარდა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოებისა, ფლობს ასევე მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. შესაბამისად, კომპანია ნაწილობრივ თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოების ნედლეულით მომარაგებას. გარდა საკუთარ მიწაზე წარმოებული ნედლეულისა, შპს „ჩირინა“ ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.

შპს „ჩირინა“ არის ასევე კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა გახსნა ნედლი ქათმის ჯიხურები – ჯიხურები, სადაც „ბიუ-ბიუს“ ბრენდის სახელით ყოველდღიურად ხდება მომხმარებლისათვის ახალი ნედლი ხორცპროდუქტების მიწოდება.

კომპანია “ჩირინამ” საქართველოში დანერგა და რეგულარულად აგრძელებს აგრარულ დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციების დანერგვას. აღნიშნულისათვის „ჩირინა“ თანამშრომლობს აგრარულ დარგში ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორიცაა Agrotop, Rosal, Chief Industries, Meyn, Nijhuis, Hatchtech, Haarslev, CMC Industries.

“ბიუ ბიუს” ასორტიმენტი:

გაყინული ქათმის ხორცპროდუქტები:

გაყინული ქათამი მთლიანი შეფუთული (1000გ., 1100გ., 1200გ., 1300გ.)
გაყინული ქათმის ფრთა
გაყინული ქათმის გულ-ღვიძლი
გაყინული ქათმის ბარკალი მთლიანი
გაყინული ქათმის კუჭი
გაყინული ქათმის ფილე
გაყინული საბულიონე ნაკრები

ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები:

ნედლი ქათამი მთლიანი შეფუთული
ნედლი ქათამი მთლიანი
ნედლი ქათმის ბარკალი მთლიანი
ნედლი ქათმის ფრთა
ნედლი ქათმის ფილე
ნედლი ქათმის ფილე ძვლით
ნედლი ქათმის კუჭი
ნედლი ქათმის გულ-ღვიძლი
ნედლი ქათმის ფარში

ქართულ სიმინდზე გაზრდილი!