ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ჩაროზი, შპს

ჩაროზი, შპს

+995 599 19 85 78
charozi2019@gmail.com
ვებსაიტი
FB Charozi

შპს ჩაროზი დაარსდა 2019 წელს ნოემბრის თვეში, ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონში. კომპანიის დაფუძნების წინაპირობა იყო საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობა და ხალხური ეროვნული ტკბილეულისა და ჩაროზების ძველი რეცეპტების მოძიება-შესწავლა. შემდეგ განახლებული რეცეპტურით ინოვაციური მიწოდება მომხმარებლისათვის.

პროდუქტების შეფასების ძირითადი კრიტერიუმია: მისი ნატურალობა და აუთენტურობა. შპს-ს ამოცანაა მისცეს პროდუქტს თანამედროვებისათვის ნისაღები სახე და ამავე დროს შეინარჩუნოც მისი ძველი ტექნოლოგია და შემადგენლობა. კომპონენტების შესყიდვა მიმდინარეობს მაქსიმალურად ნატურალური ინგრედიენტების შერჩევით.

“ჩაროზის” პროდუქციის მისაღებად გამოიყენება ნედლეული: ყურძნის წვენი (უშაქრო ბადაგი), თხილი, ნიგოზი, ნუში, ქეშიუ, ხურმა, მოცხარი, გარგარი, შავი ქლიავი, წითელი ტყემალი, ქიშმიში, სუფთა შოკოლადი, ხორბლის და სიმინდის ფქვილი, თაფლი წაბლის.

ამ ნედლეულის დასამუშავებლად გამოიყენება: ხის სარევები, სპილენძის ქვაბები, საშრობები (ტემპერატურულ-ჰაეროვანი).

ამ ეტაპზე კომპანია უშვებს 300 კგ პროდუქციას თვეში.

პროდუქციის გამოყენება დასაშვებია 12 თვის განმავლობაში. თუმცა თავის მაქსიმალურ სირბილეს ინარჩუნებს 3 თვის განმავლობაში (შემდეგ შრება).

NACE კოდები: 10.84.0 / 10.39.0 / 01.49.1

“ჩაროზის” პროდუქცია არ შეიცავს შაქარს და შაქრის შემცვლელებს, რაც პრიორიტეტულია იმ მყიდველისათვის, ვინ მიყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ზრუნავს თავისი და ახლობლების ჯანმრთელობაზე.

ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლად მივიჩნევთ: ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებს, ქვეყნის სტუმრებს.

“ჩაროზის” პროდუქციის ნიმუშებმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურეს უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთსა და ინგლისში.