ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ჩაროზი

ჩაროზი

+995 599 19 85 78
charozi2019@gmail.com
ვებსაიტი
FB Charozi

“ჩაროზი” – ძველი ქართული (ირანული წარმოშვების) სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს დესერტს, ტკბილეულს, ნუგბარს.

არსებობს ერთი ლამაზი და უძველესი, როგორც საქართველო, ისტორია-ლეგენდა.

ეს ამბავი მოხდა ახალი წლის მობრძანების წინ. ერთ უძველეს ადგილას, რომელსაც უხუცესები აიას უწოდებდნენ. ცხოვრობდა მშვენიერი გოგონა, რომელსაც სახელად ჩაროზი ერქვა. ოჯახი სადაც ჩაროზი იზრდებოდა დიდი და მეგობრული იყო, იქ სუფევდა სიყვარული და ჰარმონია.

მზეთუნახავი ჩაროზი ისეთი ხელოვანი იყო, რომ ჩვეულებრივი ნიგვზის და ნუშის კაკლის გულებიდან, ამოვლებული ბადაგში, უგემრიელესი ტკბილეულობა გამოსდიოდა. კი, მართალია საახალწლოდ ყველა დიასახლისი ფუსფუსებდა და ამზადებდა ტკბილეულს, მაგრამ ჩაროზის დამზადებულს ვერ ცერთი შეედრებოდა.

არაჩვეულებრივი გემო და ხელოვნება-შემოქმედებას ჰგავდა. ყველას ისე მოსწონდა რომ მოფერებით ჩაროზიკებს უწოდებდნენ. ყველაფერი კარგად იყო სანამ, ერთ ახალი წლის ღამეს, მათ ოჯახში, ფეხი შეადგა ცბიერი და ბოროტი ჯადოქარი.

ჯადოქარს, რომელმაც ააწიოკა ოჯახი, ძალით უნდოდა წაეყვანა ჩაროზი.

მშობლები ევედრებოდნენ და ემუდარებოდნენ, მაგრამ ჯადოქარი იყო შეუპოვარი და დაემუქრა ოჯახის განადგურებით. უძლურები იყვნენ მის წინააღმდეგ და დათანხმდენ.

ბოროტმა ჯადოქამა ბოროტად, გამარჯვებულად წაიხარხარა, წამოხტა ფეხზე და … შეამჩნია კალათა სადაც ტკბილეული იყო ჩალაგებული …

მან ხარბად დაიწყო მისი ჭამა და მოხდა სასწაული, მან შენიშნა რა ძლიერი ენერგია, სიყვერულისა და სიკეთისა სუფევდა მათში! ის მიხვდა, რომ ჩაროზის გააჩნდა ღვთისგან მინიჭებული ძალა. მან ეს გააცნობიერა და პატიებაც სთხოვა ოჯახს აწიოკებისათვის. მან დააჯილდოვა ისინი და დაპირა, რომ ამიერიდან არანაირი ბოროტი და უბედურება არ ეწვევა მათ ოჯახს!

მის მერე ტრადიციულად საქართველოში საახალწო სუფრაზე აუცილებლად ყველა აგემოვნებს ტკბილ და უგემრიელეს ჩაროზებს!

ჩვენ აღვადგინეთ ეს ტრადიცია და საახალწლო სუფრაზე ყველა ოჯახში ჩურჩხელა და გოზინაყთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ჩაროზი, ვინაიდან ყველა ოჯახში საქართველოში სუფევდეს სიხარული, სიყვარული, ხვავი ბარაქა და სულიერი სიმშვიდე!

გწყალობდეთ ღმერთი!”

ბრენდის ძირითად კონცეფციას შეადგენს – ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტის შექმნა!

ძირითადი პროდუქტებია: მინი-ჩაროზი, ჩურჩხელა, განუმეორებელი ხურმის ჩირი, ხურმის ჩირი შოკოლადში, ტკბილი კვერის ასორტი.