ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჩარო

+995 599 19 85 78
charozi2019@gmail.com
ვებსაიტი
FB გვერდი

ი.მ. ელენა ჯიშიაშვილმა უგემრიელესი ნუგბარის წარმოება 2019 წლის ნოემბრის თვეში, ქალაქ ქუთაისში დაიწყო და ბრენდი “ჩაროზი” შექმნა. დაფუძნების წინაპირობა იყო საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობა და ხალხური ეროვნული ტკბილეულისა და ჩაროზების ძველი რეცეპტების მოძიება-შესწავლა, შემდეგ კი განახლებული რეცეპტურით ინოვაციური მიწოდება მომხმარებლისათვის.

2020 წელს ბაზარზე მეორე ბრენდი – “ჩარო” გამოჩნდა, რომელმაც თავისი უნიკალური ფორმებით უმალვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. შემადგენლობით “ჩარო”-ს ხაზის ნაწარმი იგივეა რაც “ჩაროზი”-ს ბრენდის პროდუქცია, თუმცა გრძლად დაჭრილი ჩხირების ფორმაა სწორედ სი პრინციპული ინოვაცია, რომელიც “ჩარო”-მ შემოიტანა ბაზარზე.

“ჩარო”-ს მთავარი განმასხვავებელი არის სწორედ მისი უნიკალური ფორმა. სწორედ ამ ფორმის გამო ხშირ შემთხვევაში მისი მირთმევა მეტად კომფორტულია ჩაისთან, ყავასთან ერთად, ან თუნდაც უმად. აარის უაღრესად სასარგებლო და ენერგეტიკული, რაც ზოგადად ყველა ქართული ნუგბარის საერთო მახასიათებელია.

ნატურალობა და აუთენტურობა პროდუქციის ძირითადი მახასიათებელია. ნუგბარს თანამედროვეობისთვის მისაღები სახე აქვს, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს ძველ ტექნოლოგიას და შემადგენლობას. ნედლეულის დასამუშავებლად გამოიყენება: ხის სარევები, სპილენძის ქვაბები, საშრობები (ტემპერატურულ-ჰაეროვანი). პროდუქციის შენახვა დასაშვებია 12 თვის განმავლობაში. თუმცა თავის მაქსიმალურ სირბილეს ინარჩუნებს 3 თვის განმავლობაში.

პროდუქციის ნიმუშებმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურეს უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთსა და ინგლისში. უშაქრობის გამო პროდუქცია პრიორიტეტულია იმ მყიდველისათვის, ვინ მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ზრუნავს თავისი და ახლობლების ჯანმრთელობაზე. ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივ მოსახლეობა და ტურისტები. კომპანიას სარეალიზაციო წერტილი აქვს თბილისი მოლი, მესამე სართულზე, Food Court-თან.