ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ნიკორა XL-ში შეძენილი კამეჩის მაწონით გიწვევთ ბარბარობა დღეს :)

შპს ლაბაპროდუქტის მიერ ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში წარმოებული კამეჩის მაწონი, რომელიც ბრენდი „ლაბა“-ს სახელით იყიდება და დღეს ნიკორა XL-ში შევიძინე ბარბარობა დღეს ჩემი გამოწვევის მე-17 დღეს ამშვენებს. 3.5 ლარი გადავიხადე. 300 მილილიტრიანი მინის შეფუთვაა. ერთადერთი სურვილი გამიჩნდა, რომ თავი რიგიანად ჰქონდეს მოკრული, რომ მაწონი არ გადმოდიოდეს. სულ ხელის გულზე ვატარე მთელი გზა. გემოს მე ვერ გავუსინჯავ, არ მიყვარს მაწონი. ამ საპატიო …

განაგრძე კითხვა »

“თამაშობანა“-ს მიერ წამოებული ეს სათამაშო ჩემი გამოწვევის მე-16 დღის შენაძენთა შორისაა

ჩემი მე-16 დღის მისია დღეს სტარტაპ მარკეტზე შესრულდა „თამაშობანა“-ს წარმოებული ეს სათამაშო 7 ლარი ღირდა … ჩემს გოგოს ვუყიდე დღეს ექსპო ჯორჯიაში … დაიწყო იქვე თამაში … ისე მოეწონათ იქ მყოფ ბავშვებს, რომ ცოტა ხანში ორნი იყვნენ … მალე კი სამნი … თან ათამდე ადამიანი დააკვალიანა (დაეკითხნენ სად იყიდეო) … პრაქტიკულად უხელფასოდ აკეთებდა ეფექტურ რეკლამას 🙂   ეს კი ჩემი …

განაგრძე კითხვა »

DOTS & DASHES -ის ეს საახალწლო სათამაშო ჩემს ნაძვის ხეს (არაბუნებრივს რა თქმა უნდა) დაამშვენებს

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ ნაძვი ახალი წლისთვის! არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ცოცხალი ნაძვი ახალი წლისთვის! რატომ? იმიტომ! უკვე მრაააავალი წელია ჩემს ოჯახში ასაწყობი ნაძვის ხე იშლება ყოველ ახალ წელს. ჰოდა ამ წელს ეს ორიგინალური საახალწლო სათამაშო შეემატება მას. დღეს, 16 დეკემბერს, სტარტაპ მარკეტს ვესტუმრე ჩემს უმცროს გოგოსთან ერთად და (მისიის ფარგლებში რა თქმა უნდა) მისი შერჩევით ეს კონკრეტული საახალწლო …

განაგრძე კითხვა »

„ნუგეში“-ს ქსელში შეძენილი „ჩვენი ფერმერი“-ს დღის კარაქი ჩემი მე-15 დღის პროდუქტია!

82.5%-იანი ნაღდი კარაქი, რომელიც ნამდვილად ხარისხიანია და ფასიც ამას მოწმობს წარმოებულია „ჩვენი ფერმერი“-ს მიერ და ფართოც ხელიმსაწვდომია ქსელში. ცხადია ფასით სათანადო აქვს და თითქმის 5.5 ლარი ღირს. თან ეტიკეტიც მეტად ორიგინალური აქვს და გურული ძმების ისტორიას გვაცნობს, რომელთაც ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლედ (დეტალებში არ შევალ, ვინაიდან იყიდეთ და ნახეთ) ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … რატომ 30 …

განაგრძე კითხვა »

გურიელის საშობაო ჩაი (ლიმიტირებული მოცულობით წარმოებული) ჩემი მე-14 დღის შენაძენია

ქართული ჩაის ფლაგმანმა – „გურიელმა“ უმაგრესი საახალწლო სიურპრიზი გაგვიკეთა! აი რა პროდუქტი შემოვიდა ქსელში – გურიელის საშობაო ჩაი … აი, რა ნაწარმით გამოვიწვიე 150 პარლამენტარი დღეს … დიდი რუდუნებით შექმნილია სპეციალურად თქვენთვის! და ის აუცილებლად უნდა გასინჯოთ! ღირს 10 ლარი! შეფუთულია თუნუქის ქილაში! ეფექტური შეფუთვის გამო ძალიან თვალშისაცემია. დახლთან რომ ჩაივლი, თვალს ვერ ააცილებ! მე კი ბევრი არ მიფიქრია და …

განაგრძე კითხვა »

გურული მჭადის ფქვილი ოზურგეთის რაიონის სოფ. დვაბზუდან გამოწვევის მე-13 დღის შენაძენია

წყლის წისქვილზე დაფქული გურული მჭადის ფქვილი ვიყიდე თან რეკომენდაციით: „გონებას ხსნისო“ 🙂 დაამატა კონსულტანტმა … ხუმრობა იქით იყოს და 2,29 ლარი გადავიხადე 1 კილოგრამში, რაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 1.5-2 ლარი ისედაც ღირს ასაწონი მჭადის ფქვილი, არაუშავს ფასია. ალბათ ღირს გადაიხადო, ვინაიდან შეფუთული წესიერადაა და არომატი ფქვილს (ოღონდ ჯერ არ გამომიცხვია მჭადი) გადასარევი აქვს! მწარმოებელი არის შპს „გურული“, რომელიც ოზურგეთის რაიონის …

განაგრძე კითხვა »

“ბაია“-ს შვრიის ფქვილი გარგარით და ალუბლით ჩემი გამოწვევის მე-12 დღის შენაძენია

კითხულობთ ამ ტექსტს? ე.ი. ჩათვალეთ, რომ გამოწვეული ბრძანდებით … გააკეთეთ ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებ მეც და ბევრი ჩვენებურიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში … იყიდეთ ქართული და გამოიწვიეთ მეგობრები! ბაიაფუდის მიერ წარმოებული შვრიის ფქვილი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელიც დღეს ბაზარზე არის. პირადად მე ფაფის დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ჩემთან ოჯახში უყვართ და აფასებენ! ვიყიდოთ და ამით დავაფასოთ ხარისხიანი ქართული …

განაგრძე კითხვა »

კახური არარაფინირებული ზეთი “სიღნაღი” გამოწვევის მე-11 დღის შენაძენია

დიახ, ვიშოვე … „სიღნაღი“-ს მოსაძებნად მართლა უნდა გაისარჯო ისე, რომ მერე სიტყვა „ვიშოვე“ თქვა … რატომ? ქართული ნედლეული ცოტაა და ცოტა იწარმოება! შემთხვევით მივაგენი სუპერმარკეტში – „ნატურალი“ თბილისში, ც. დადიანის ქუჩაზე, მეტრო ნაძალადევის მიმდებარედ. 100%-იანი მზესუმზირის არარაფინირებული კახური ზეთი “სიღნაღი” თანამედროვე ტექნოლოგიით იწარმოება კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში. მწარმოებელი – შპს “სიღნაღი”. ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   …

განაგრძე კითხვა »

გასინჯეთ „START” – ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი!

პირველი კონტაქტი START-თან ამ ორიოდ თვის წინ შედგა. სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპო – IFFE 2017-ზე გვქონდა START და მისი ძმობილი პროდუქტი ROCK N ROLL წაღებული. მას შემდეგ START ადგილობრივ ბაზარზეც შევიდა. 1 ლარი ღირს და ქსელში ნელ-ნელა შედის და დღეს სრულიად შემთხვევით წავაწყდი მას ერთ-ერთი სუპერმარკეტში. რა თქმა უნდა ვსტაცე ხელი ორ ცალს და ჩვენს გამოწვევაში მე-10 დღეს წარმოგიდგინეთ. აქვე …

განაგრძე კითხვა »

Frixx რაც ბაზარზე შემოვიდა, მას შემდეგ იმპორტული ჩიპსი არ მიყიდია!

2015 წელს შემოვიდა Frixx ბაზარზე … კი არ შემოვიდა, შემოიჭრა! თან აგრესიული მარკეტინგით. მეც, მას შემდეგ იმპორტული არ მიყიდია! დღეს, 2 წლის შემდეგ Frixx დიდიან-პატარიანად ყველამ იცის … ბოლოს როდის იყიდეთ ქართული ჩიპსი? შეფუთვაზე თუ დააკვირდებით პირდაპირ არის მითითებული კარტოფილის მომყვანი ის ფერმერები, რომელთა მოსავალზეცაა დამზადებული Frixx. დასაფასებელი სვლაა კომპანიის მხრიდან!   ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:   … …

განაგრძე კითხვა »