ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

შუამთა– შებოლილი დათლილი სულგუნი ბეკონით

ქართულია & kar.ge-ა! ამ ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე ყველს და ამ პროდუქტის  უამრავი სახეობა გავსინჯე, ყოველ ჯერზე ახალი გემოს აღმოჩენით აღფრთოვანებული ვრჩებოდი და თუ ადრე მხოლოდ იმერულის, სულგუნის და გუდის ყველის გემო ვიცოდი. დღეს უკვე ჩემს ანგარიშზეა ყველი პრასით, თხილით, ზეთში დავარგებული, თიხაში დავარგებული და ა.შ იმის თქმა დამავიწყდა რომ ჩემს ძველ ნაცნობებს შორის შებოლილ სულგუნს ყველაზე დიდ პატივს ვცემ …

განაგრძე კითხვა »

ქართული შავი ჩაი პეტრა

ქართულია & kar.ge -ა ! ამჯერად ჩემი ყურადღება ჩაიმ მიიპყრო. ახალი პროდუქტი აღმოვაჩინე – ქართული შავი ჩაი „პეტრა“. სასიამოვნო, არ თუ მკვეთრი, შავი ჩაისთვის ცოტა ზედმეტად რბილი არომატი აქვს. სურნელიც დიდად არ იგრძნობა. მსუბუქი ჩაის მოყვარულებისთვის ძალიან გემრიელია, ჩემთვის კი ალბათ ბერგამოტის არომატით აჯობებდა, სამომავლოდ გავითვალისწინებ 100 გრამიან შეფუთვაში 2.55 ლარი გადავიხადე. შეფუთვა საკმაოდ კარგი, ყუთში ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტია მოთავსებული. …

განაგრძე კითხვა »

კარაქი შატილი

ქართულია & kar.ge-ა! კარაქის უამრავი ბრენდი არსებობს. ვისაც ვიცნობ ძირითადად უცხოურის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. როგორია კარგი კარაქი? 1. გემრიელი 2. ნატურალური ამ ორივე მოთხოვნას შესანიშნავად აკმაყოფილებს პროდუქტი, რომელსაც უკვე ყოველდღიურად მოვიხმარ– კარაქი შატილი.  შატილის ორ პროდუქტს გამოვყოფდი– სპრედი, რომელიც თურმე მარგარინ/ მარგარინის შემცველობაზე მიუთითებს და ნაღების კარაქი– 82%. ინტერნეტში გადავაწყდი კვლევას, რომელიც ადასტურებდა, რომ შატილის ნაღების კარაქში მართლაც 82% რძის ცხიმია. …

განაგრძე კითხვა »

ნანოსტრუქტურული წყალი

ნანოსტრუქტურული წყალი Nanostructural Water

ქართულია & kar.ge-ა! წყალი – ორგანიზმის მთავარი შემადგენელი ნაწილი, ადამიანი არის ის, რასაც სვამს და ჭამს. დღეს როცა საშინელი დაავადებები მძვინვარებს, ადამიანები საფიქრალში არიან ჩავარდნილი რას დაუჯერონ, ვის დაეყრდნონ, იმედის თვალით უყურებენ პრეპარატებს, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ წამლები არაა კარგი 🙁 მომიტევეთ პირდაპირობისთვის, არც ქიმიოთერაპიაა გამოსავალი სიმსივნის დროს, ამაში მაშინ დავრწმუნდი მამა, რომ სიმსივნით გარდამეცვალა, კაცი იღუპებოდა, გონი არ ქონდა …

განაგრძე კითხვა »

მალამო – თქვენი და თქვენი პატარას სიმშვიდისთვის

malamo damcvrobistvis მალამო დამწვრობისთვის

ქართულია & kar.ge-ა! დღეს გაგაცნობთ ქართული მედიცინის ნაწარმს! მალამო – სახელწოდებით უზნაძე-მჭედლიშვილი, გაიცემა აფთიაქებში ურეცეპტოდ! გამოიყენება: განგრენული იარების ინფიცირებისას, მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, კბილის ექსტრაქციის, სტომატიტის, პაროდონტიტის, სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, ფურუნკულის, მასტიტის, კოღოს ნაკბენის ინფიცირებისას შეუხორცებელი წყლულების დროს, რომლებიც ძლიერი ტკივილით მიმდინარეობს. ნამდვილად ქართულია და ნამდვილად kar.ge -ა!  უებარია, ბავშებისთვის საფენების მიერ გაღიზიანებული კანზე. ფასი სხვა …

განაგრძე კითხვა »

ბოლნისის კვერცხი “სავანეთი”

ქართულია & kar.ge-ა! მომწონს კვერცხის მწარმოებელი კომპანია სავანეთი, უფრო კონკრეტულად კი სლოგანი: “ხარისხი სათუთია”. კვერცხი პურისა და შაქრის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქტია. ბუნებრივია ჩვენი კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს.  ჩემი არჩევანი დღეს “სავანეთის” კვერცხზე შევაჩერე. “სავანეთის” ყველა კატეგორიის კვერცხი რეალიზაციაში გაშვებამდე სპეციალურ შემოწმებას გადის, მასზე დეტალურადაა აღწერილი გამოშვების ვადები. სხვა ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიებისგან განსხვავებით, “სავანეთის” კვერცხის შეფუთვაზე მითითებულია …

განაგრძე კითხვა »

ქართული, იფქლის პური

იფქლი-ipkli

იფქლის პური,  ქართულია & kar.ge-ა! მანდილოსნების უმეტესობის სუსტი წერტილი და მუდმივი მონატრება, თეთრი პური… დღეს ჩემს “პროგრამაში” იფქლის პური მოხვდა… რატომ? ხშირად ვყიდულობ, გემოთიც ძალიან მომწონს, თუმცა შეფუთვით უფრო კმაყოფილი ვარ – სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, ქაღალდის შეფუთვა აქვს, რის შედეგადაც პური სუნთქავს და ჩასველებული ან ჩაობებული არ მხვდება… და მეორე, არ შეიცავს კონსერვანტებს და შემნახველ დანამატებს. შევნიშნე, რომ ამის გამო …

განაგრძე კითხვა »

ხრამუნა – სიმინდის ბურბუშელა

ქართულია & kar.ge -ა ! თითქმის არასდროს ვყიდულობ ხოლმე სიმინდის ბურბუშელას. რომ არა ეს პროექტი, ალბათ არც ახლა ვიყიდდი ამ სასუსნავს. „ხრამუნა“ უბნის მაღაზიაში 40 თეთრად ვიყიდე, სახლში მოვედი და ფოტოს გადასაღებად მოვემზადე. ჩემმა პატარამ ხან ფოტოაპარატი მომპარა, ხან რა მოიმოქმედა და ხან რა. ხოდა დავუშვი გამონაკლისი, გავუხსენი ეს ჩვენი სიმინდის ბურბუშელა და… როგორც ხედავთ მაინც არ მაცალა ფოტოს გადაღება …

განაგრძე კითხვა »

შაქრის ნამცხვარი ქოქოსით

ქართულია & kar.ge-ა! ხრაშუნა ნამცხვარი ქოქოსით მშვენიერი წასახემსებელია. ვისაც დაძაბული დღის განრიგი გაქვთ, სამუშაო მაგიდასთან ერთი ჭიქა ყავა და ჯორჯიან ბეიქერსის ნამცხვარი შიმშილს ნამდვილად მოგიკლავთ. შაქრის ნამცხვარი ქოქოსით დამზადებულია ხორბლის ფქვილისგან, მცენარეული ცხიმით და ქოქოსის საფანელით. ფასი 1.30ლ. ჯორჯიან ბეიქერსი წარმოადგენს საკონდიტრო საწარმოს, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2009 წელს და შემოიფარგლებოდა მხოლოდ შაქრის ნამცხვრის მცირე ასორტიმენტით. დღეისათვის კი ასორტიმენტი გაიზარდა 50 …

განაგრძე კითხვა »

ხელსახოცი ეკო, დაგ ფეიფერისგან

ხელსახოცი ეკო

ქართულია & kar.ge-ა! 1 თვის წინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ საქართველოში ხელსახოცების წარმოება იყო. დღეს კი უკვე მეორე მწარმოებელი აღმოვაჩინე, რომელიც ამ პროდუქტს უშვებს. ხელსახოცი ეკო, მწარმოებელი შპს დაგ ფეიპერი, იწარმოება შპს დისტრი-ს ექსკლუზიური დაკვეთით [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია]. საკონტაქტო ინფორმაციაში ვკითხულობთ სატელეფონო ნომერს 2 38 80 02 და ელ. ფოსტას – distri@distri.ge. საიტი როგორც ხშირად ვაწყდებით ხოლმე არ ფუნქციონირებს. ხელსახოცი ეკო …

განაგრძე კითხვა »