ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > Broiler Max – მზა საკვები ბროილერისთვის

Broiler Max – მზა საკვები ბროილერისთვის

ლ. ღოღობერიძის 67ბ, თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 53 35
info@nutrimax.ge
http://nutrimax.ge
FB / ნუტრიმაქსი

ISO 22000 სერტიფიკატის მფლობელი კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით. „ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი ამოცანაა.

ნუტრიმაქსი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ მზა კომბინირებულ საკვებს ბროილერისთვის – Broiler Max.

საკვები წარმოდგენილია სამი თანმიმდევრული ფაზით:

Broiler max სტარტი – მე-7 დღიდან – 15 დღის ჩათვლით;
Broiler max გროუერი – მე-15 დღიდან – 25-ე დღის ჩათვლით;
Broiler max ფინიში – 25-ე დღიდან – დაკვლამდე.

Broiler Max შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის მთელს პერიოდში;
Broiler Max უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის წონის მატებას გამოზრდის ყველა ეტაპზე;
Broiler Max მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან საკვები უნიკალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის წონის მატებას;
Broiler Max გათვლილია ფრინველის კონკრეტულ წონაზე, ასაკსა და მდგომარეობაზე;
Broiler Max ხელს უწყობს ფრინველის მაქსიმალურ წონამატს, კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებასა და ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25 კგ-პოლიპროპილენის ორმაგი ტომარა.