ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > ონლაინ კურსის – “ისწავლე და თავად დაწერე ბიზნეს გეგმა” 2-14 სექტემბრის ნაკადის შეჯამება

ონლაინ კურსის – “ისწავლე და თავად დაწერე ბიზნეს გეგმა” 2-14 სექტემბრის ნაკადის შეჯამება

ონლაინ კურსის – “ისწავლე და თავად დაწერე ბიზნეს გეგმა” პირველი ტრენინგი ა.წ. 2-14 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

ქვემოთ მოკლე შეჯამებაა:

  1. მიზნობრივი FB სარეკლამო კამპანიის შედეგად ონლაინ კურსის სარეკლამო პოსტერი 2,500-მა დაინტერესებულმა ნახა, 500+ ეწვია და წაიკითხა კურსის აღწერა / სტატია, 23 დარეგისტრირდა, 2 დაესწრო.
  2. კურსზე 23-დან დარეგისტრირებულიდან სატელეფონო გასაუბრების შედეგად დარჩა 2. რატომ? ზოგს დაწერა არ შეეძლო, ზოგი მხოლოდ იდეის ეტაპზე იყო, ზოგს დრო არ ჰქონდა საკმარისი და ა.შ.
  3. ორმა მონაწილემ 100% წარმატებით ისწავლა და დაწერა თავისი ბიზნეს გეგმა! ისინი უკვე ემზადებიან მიკროგრანტების პროგრამაში მონაწილეობისათვის (არც თქვენ გაწყენთ).

რითი აღმოჩნდა განსაკუთრებით საინტერესო კურსი?

  1. კურსი გაძლევა აკადემიურ ჩარჩოს, რომელსაც თანმიმდევრულად მიუყვები და “ავსებ” შენი სპეციფიკის შესაბამისად. ამ გზით ბიზნეს გეგმა 100% სრულფასოვანი გამოდის!
  2. კურსის ფარგლებში მსჯელობისას წამოტივტივებული აზრები სიღრმისეულად გაგააზრებინებს ბევრ ნიუანსს, რომელსაც ადრე უბრალოდ ვერ ფიქრობდი!
  3. სირთულეების შემთხვევაში გვერდით გყავს ხელმძღვანელი, რომელიც გეხმარება ბოლო წერტილების დასმაში!

როგორც ვატყობ, გაგრძელება იქნება …