ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის დაწერის ტრენინგი

ბიზნეს გეგმის დაწერის ტრენინგი, 2020

12-მდე ადამიანი ისწავლის და თავად დაწერს თავისივე ბიზნეს გეგმას 2020 წლის 2-14 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული ონლაინ კურსის – “ისწავლე & თავად დაწერე ბიზნეს გეგმა” გავლის შედეგად! ბიზნეს გეგმის დაწერის ტრენინგი სპეციალურად შემუშავდა საქმიანი ადამიანებისათვის.

სასწავლო პროგრამას KAR.GE-ს მხარდაჭერით შპს “მარნეტ ესოშიეიტსი”, კონკრეტულად კი ბნ. ტარიელ ზივზივაძე ჩაატარებს. რეგისტრაციები მიმდინარეობს 24-28 აგვისტოს პერიოდში.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

რას მიიღებთ?

1) ისწავლით ბიზნეს გეგმის დაწერას;
2) დაწერთ თქვენივე ბიზნეს გეგმას;
3) მიიღებთ ბიზმეს გეგმის წერის დეტალურ შაბლონებს;
4) მიიღებთ 20-მდე რეალური ბიზნეს გეგმის ნიმუშს;
5) დავრჩებით ხაზზე სამომავლოდაც;

ონლაინ კურსის ხელმძღვანელი

ონლაინ კურსს გავუძღვები მე, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი და შპს “მარნეტ ესოშიეიტსი”-ს დირექტორი – ტარიელ ზივზივაძე.

22+ წელია ბიზნეს გეგმებს ვწერ შეკვეთით. სწორედ პანდემიის პერიოდში შევიმუშავე ეს უნიკალური სასწავლო პროგრამა.

ბიზნეს გეგმის დაწერის ტრენინგი იმდენად მარტივი მეთოდით წარიმართება, რომ ბავშვიც კი ისწავლის და შეეძლება თავისი ბიზნეს გეგმის დაწერა … თუ რა თქმა უნდა გამოგვყვება და დავალებებს სათანადოდ შეასრულებს.


პროგრამა

ბიზნეს გეგმის დაწერის ტრენინგი ონლაინ ტარდება. კურსზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჩემთან სატელეფონო გასაუბრების გავლის შემთხვევაში.

ბიზნეს გემის დაწერისთვის მონაწილისგან მოითხოვება გარკვეული დონის მზაობა, რომელიც წინასწარ უნდა შემოწმდეს.

31 აგვისტო დღეს შერჩეულ მონაწილეებს დავუგზავნი თემატური ვებ სტატიების მისამართებს (დაახლოებით 10).

ესენი ჩემს მიერ დაწერილი და kar.ge-ზე განთავსებული მოკლე სტატიებია, რომლებიც მონაწილეებმა უნდა წაიკითხონ წინსწრებით, რათა ანა-ბანა-ზე დრო არ დავკარგოთ თავად კურსის მიმდინარეობისას.

2, 4, 7, 9, 11, 14 სექტემბერს საღამოს 20:00-20:40 პერიოდში ჩატარდება 6 ვებინარი, სადაც ბიზნეს გეგმის კონკრეტულ თავებს ავხსნი.

ეს ე.წ. თეორიული მხარეა, თავისი კითხვა-პასუხით. ყოველი ვებინარის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ დავალება: მათ იმ ვებინარზე ახსნილი თავები უნდა დაწერონ და მეორე დღეს გამომიგზავნონ. სწორედ აქ ვლინდება “ჯადოსნური” შაბლონის ძალა, რომელსაც მე თავად ვიყენებ ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას და მზად ვარ მხოლოდ კურსის მონაწილეებს გავუზიარო.

მონაწილეების გამოგზავნილ შესრულებულ დავალებებს გადავხედავ და შენიშვნებს უკანვე ვუგზავნი. შემდეგ ინვიდივიდუალურად თითოეულ მონაწილესთან ვიხილავ გაურკვეველ / დასახვეწ საკითხებს (ინდივიდუალური კონსულტაციები ინტენსიურად გაგრძელდება მთელი კურსის განმავლობაში). 14 სექტემბერს მონაწილე უკვე მიგზავნის საბოლოო ბიზნეს გეგმას, რომელზედაც მივცემ საბოლოო შენიშვნებს.

მნიშვნელოვანია შემდეგი: წერს კურსის მონაწილე, მე ვაკვალიანებ / ვუსწორებ!

ფასი

ონლაინ კურსის გავლის ფასია 300 ლარი.

გადახდა წინასწარ, კურსის დაწყებამდე 2 დღით ადრე. ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და (თუ ხარისხიან ბიზნეს გეგმაზეა საუბარი) 2,000 ლარიდან იწყება, რის ფონზეც ფასი მართლაც ხელმისაწვდომია ყველა მონდომებულისთვის.

თუ ორი ადამიანი იმუშავებს ერთ ბიზნეს გეგმაზე, ამ შემთხვევაში მეორე გადაიხდის ნახევარს – 150 ლარს. ანუ, ჯამში ორი ადამიანი გადაიხდის 300+150=450 ლარს.

ვინც მეგობარს მოიწვევს, დამატებით 50-50 ლარიანი ფასდაკლებას მიიღებთ ორივე. ანუ, ერთი მონაწილე თუ იხდიდა 300 ლარს, ორი გადაიხდის 250+250=500 ლარს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა

დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე ასე: კითხულობთ ამ ტექსტს ყურადღებით, და მირეკავთ 577 73 79 64 სამუშაო საათებში.

დანარჩენზე ტელეფონში ვისაუბრებთ.

კითხვა & პასუხი (FAQ)

Q 1: რა თემაზე შეიძლება დავწერო ბიზნეს გეგმა?

A: რაზედაც შეძლებთ! ეს შეიძლება იყოს აგრო ბიზნეს გეგმა ბაღის გაშენებიდან დაწყებული მეცხოველეობის ფერმით დამთავრებული, საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმა, სამაცივრე მეურნეობა, კაფე, აქსესუარების წარმოება, ტყავის ნაკეთობები და ა.შ. უამრავი იდეა შეიძლება გქონდეთ. თუ საგრანტო პროექტში აპირებთ მონაწილეობას, მთლად უკეთესი. იდეალურად გამოგადგებათ ონლაინ კურსისას დაწერილი ბიზნეს გეგმა

Q 2: შევძლებ კი?

A: შეძლებთ! თუ გამოგვყვებით და დავალებებს შეასრულებს, მიიღებთ შედეგს! სწორედ ამის გარკვევას ემსახურება სატელეფონო გასაუბრება. ეგეც რომ არა … თქვენ ხომ მცირე ბიზნესში ხართ (ან აპირებთ)? ბიზნეს დაგეგმარების ცოდნა ყველა შემთხვევაში გჭირდებათ.

Q 3: რა ხდება სატელეფონო გასაუბრებაზე?

A: მე სატელეფონო საუბარში უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენ 100 % დაძლევთ პროგრამას. საუბარში გისვამთ შეკითხვებს და ვარკვევ რა არის თქვენი ბიზნეს გეგმის თემა / იდეა, ხომ არ არის ზედმეტად რთული თემა ჩვენი ამოცანისთვის, ხართ თუ არა “მზად” დასაწერად (მოძიებული გაქვს თუ არა პასუხები მთავარ შეკითხვებზე, გაქვთ თუ არა საბაზო უნარები), შეგიძლიათ თუ არა გამოძებნოს საკმარისი დრო სამუშაოდ (2-3 სთ დღეში, 2 კვირის განმავლობაში), გაქვთ თუ არა ტექნიკური შესაძლებლობა ჩაერთოს (ინტერნეტი, დენი, სამუშაო სივრცე და ა.შ.), პირველი წერილობითი დავალების მიცემა (თქვენ უნდა შეგეძლოთ წერა).

Q 4: რა უნდა შემეძლოს?

A: დაგჭირდებათ 1) კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემის უნარი, 2) ქართულად წერის საბაზო უნარი, 3) word და excel მუშაობა, 4) ინფორმაციის მოძიების საბაზო უნარი.

Q 5: კიდევ რა დამჭირდება?

A: ინტერნეტ შეერთება ZOOM ჩართვისთვის. დანარჩენით მე მოგამარაგებთ.

Q 6: რა მევალება?

A: 1) ორი კვირა, დღეში 2-3 საათი უნდა გამოყოთ (შეიძლება მეტიც), 2) ვებინარებზე დასწრება, 3) ექვსი დავალების შესრულება.

Q 7: საქართველოში არ ვიმყოფები. შეიძლება მონაწილეობა?

A: რა თქმა უნდა. ეს ხომ ონლაინ კურსია?!

Q 8: ხდება თუ არა შეფასება?

A: 10 ბალის სკალაზე შეფასდება თითოეული დავალების შესრულება. ბოლოში გამოიყვანება საერთო შეფასება (თქვენთვის პირადად, არ გავრცელდება)

Q 9: სერტიფიკატი გაიცემა?

A: არა!

Q 10: ვებინარის ვიდეო მასალა შეიქმნება?

A: არა!

Q 11: მე მხოლოდ მინდა ვისწავლო, ბიზნეს გეგმის დაწერა არ მინდა. ამ პირობით შემიძლია კურსის გავლა?

A: არა! ონლაინ კურსი სპეციალურად აგებულია მონაწილეზე, რომელიც თან სწავლობს თან წერს!

Q 12: შეიძლება თუ არა ჩემთან ერთად ჩაერთოს მეორე ადამიანი, რომ ერთად ვიმუშავოთ ერთ ბიზნეს გეგმაზე?

A: დიახ! თუ ორი ადამიანი იმუშავებს ერთ ბიზნეს გეგმაზე, ამ შემთხვევაში მეორე გადაიხდის ნახევარს – 150 ლარს. ანუ, ჯამში გადაიხდით 300+150=450 ლარს.

Q 13: შეიძლება თუ არა მოვიწვიო ჩემი მეგობარი, რომელიც თავის ბიზნეს გეგმაზე იმუშავებს?

A: დიახ! ვინც მეგობარს მოიწვევს, დამატებით 50-50 ლარიანი ფასდაკლებას მიიღებთ ორივე. ანუ, ერთი მონაწილე თუ იხდიდა 300 ლარს, ორი გადაიხდის 250+250=500 ლარს.

Q 14: შეიძლება თუ არა 5 ადამიანი მოვიწვიო და 50*5=250 ლარის ფასდაკლება მივიღო?

A: არა! თქვენზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ერთი სახის ფასდაკლება.

Q 15: რა შემთხვევაში გამოვეთიშები პროგრამას?

A: დავალების ორჯერ ვადაში არ შესრულების გამო დატოვებთ პროგრამას და ფული უკან არ დაგიბრუნდებათ. რატომ? ეტაპის გამოტოვება ნიშნავს, რომ იმ ნაწილს ვერ გაიგებთ, რაც შემდგომში ქმნის პრობლემებს თქვენთვისაც და ჩემთვისაც!

Q 16: ამ კურსზე დასწრებას ვერ ვახერხებ. მომავალში კიდევ გეგმავთ?

A: არა! რეალურად ამ კურსს ვატარებ იმიტომ, რომ რამდენიმე ძალიან დაინტერესებულმა ახლობელმა მთხოვა დახმარება. გარდა ამისა მინდოდა რეალურად კარგი საქმე გამეკეთებინა მონდომებული ადამიანების დახმარების მიზნით. ფასიც სათანადო გადავწყვიტე და ფასდაკლებებიც (დაბრკოლება რომ არ ყოფილიყო მოტივირებული ადამიანისთვის).

Q 17: ბიზნეს გეგმას რომ დავწერ, მერე? ვინ დამაფინანსებს?

A: ახედეთ ამ განცხადების სათაურს … ჩვენ ვატარებთ ონლაინ კურსს, სადაც სწავლობთ ბიზნეს გეგმის დაწერას და წერთ მას. სატელეფონო გასაუბრების დროს ვლინდება თქვენ რა გეგმები გაქვთ და დაგაკვალიანებთ რა ვარიანტები არსებობს.

Q 18: როგორ დამეხმარებით კურსის გავლის შემდეგ?

A: თქვენ თუ კურსს წარმატებით გაივლით, ანუ დაწერთ თქვენს პროექტს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს! ე.ი. თქვენ თავადაც ბევრი რამ შეგიძლიათ უკვე. თუმცა, მე სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით! რეალურად ამ ყველაფერზე კურსის გავლის პერიოდში გვექნება საუბარი (დაწყებამდეც კი, სატელეფონო გასაუბრებისას)!

Q 19: მინდა ჩავერთო! როგორ გავიარო რეგისტრაცია?

A: დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე ასე: მირეკავ პირდაპირ მე – 577 73 79 64 (სამუშო სააათებში).

PS

თუ დაგაინტერესებთ ტრენინგის მომდევნო რაუნდებში მონაწილეობა, დამიკავშირდით 577 73 79 64.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: