ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > როგორ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ისწავლო ბიზნეს გეგმის დაწერა
როგორ ისწავლო ბიზნეს გეგმის დაწერა

როგორ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?

როგორ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?

თუ ბიზნესს გინდა მოეკიდო აუცილებელია იცოდე ის, რაც ნებისმიერი ბიზნესის საფუძველშივეა – დაგეგმვა! და როგორც წესი ბიზნეს გეგმის დაწერის სწავლა არის პირველი ნაბიჯი.

ზოგს ურჩევნია შეუკვეთოს კვალიფიციურად დაწერილი ბიზნეს გეგმა. ეს ბევრისთვის ძვირია (ნახე რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა), თუმცა ეს არ არის მთავარი ნაკლი.

აბა დაფიქრდით …

რამდენჯერად დაგჭირდებათ ყოველთვის შეუკვეთთ?

ზოგს ურჩევნია დაწეროს თვითონ, მაგრამ ეს რთული და თითქმის შეუძლებელია ბევრისთვის, ვინაიდან არ ფლობს ამ საქმისთვის საჭირო სააბაზო უნარებს (ნახე რა ცოდნა და უნარები სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას).

ამ საქმეს კი ნამდვილად სჭირდება ისეთი ცოდნა & უნარები, რომელთა დახვეწას წლები სჭირდება.

მაშ, როგორ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?

ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო გზა არის თავად დაწერო შენივე ბიზნეს გეგმა ოღონდ სპეციალისტის ზედამხედველობით და დახმარებით, რომელიც “თავზე დაგადგება” და სადაც საჭიროა შეგისწორებს.

ამ დროს სწავლობ კეთებით! და ეს არის ყველაზე საუკეთესო სწავლა, რაც კი დღემდე მოუფიქრებიათ!

სწორედ ამ ტიპის სასწავლო პროგრამას ვგეგმავ უახლოეს მომავალში და ეს სტატია არის ერთგვარი “ტესტი”.

რამდენი ადამიანი წაიკითხავს ამას ჩემთვის იქნება ინფორმაცია, თუ რამდენად არის მოთხოვნა ამ ტიპის უაღრესად პრაქტიკულ პროგრამაზე.

გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილი პროგრამის თაობაზე?