ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > ბიზნესის გეგმის “ფინანსური ნაწილი” ჰგონიათ “მონსტრი”. არადა …

ბიზნესის გეგმის “ფინანსური ნაწილი” ჰგონიათ “მონსტრი”. არადა …

ამას წინათ ტელეფონზე ზარი გაისმა. ერთმა ადამიანმა დამირეკა და ასეთი რამ მკითხა: ბიზნეს გეგმა გვაქვს, მაგრამ ფინანსურ ნაწილს თუ გაგვიკეთებთო … ანუ, “დაწერა მოთხრობა” და “ექსელის ცხრილებს” ვერ აკეთებს. რა თქმა უნდა უარით გავისტუმრე. მე ან ვკიდებ საქმეს ხელს მთლიანად, ან არ ვეკარები საერთოდ!

თუმცა, მომინდა ორი სიტყვის აქ დაწერა …

ე.წ. ფინანსურ ნაწილს ესენი ეძახიან ცხრილებს და ფორმულებს, რომელიც რეალურად ექსელის ფორმებია. ამათგან 90% ბიზნეს გეგმების შემთხვევებში (გარდა დიდი პროექტებისა) პრაქტიკული სარგებლობის მომტანია მხოლოდ ორი: მოგება-ზარალის ფორმა და ფულადი ნაკადების მოძრაობის ფორმა. თუმცა, პროექტის ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება სხვა ფორმების შევსებაც (ან თანდართვა) და ინდიკატორების გამოთვლაც შეიძლება გახდეს საჭირო. ბიზნესის დაწყების ეტაპზე (ე.წ. “ნულიდან” როცა იწყება) შედგენილი ზედმეტი “რაფინირებული” ფინანსური ფორმები და ინდიკატორები ნებისმიერ შემთხვევაში არის “კარგი ზღაპრები”, რომლისიც არავის სჯერა.

ჩემი პირადი აზრით როცა ამბობენ, რომ “ფინანსური ნაწილი გვინდა”, ე.ი. ან სათანადო ფორმები არ აქვთ (არადა ყრია ინტერნეტში), ან ელემენტარული არითმეტიკა არ იციან რომ ექსელის ფაილი დაარედაქტირონ (ეს ბევრს “ჭირს”), ან კიდევ უფრო უარესი … კვლევა და ანალიზი არ იციან და რიცხვებს ვერ იღებენ დასაბუთებულად … პირველს და მეორეს კიდევ ეშველება, აი მესამესი კი რა მოგახსენოთ. თუ გესმის ცხრილში შიგნით რა შეიტანო, მერე უკვე “ელემენტარულია ვოტსონ”. მთელი “ჭინთვები” იმ რიცხვების მიღებაა, რაც იმ ფინანსურ ფორმებში არის ჩასაწერი. აი ის რიცხვები კი კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღება და თუ ის “მოთხრობა” გააზრებულადაა დაწერილი წესით ის რიცხვები უნდა ჰქონდეს დამწერს.

დასკვნა: როცა ე.წ. “ფინანსურ ფორმებს” ვერ აკეთებ, ე.ი. გადასაგდები გაქვს ის, რაც უკვე “ვითომ გააკეთე”!