ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > ანონსი: ონლაინ კურსზე – “ისწავლე & თავად დაწერე ბიზნეს გეგმა” რეგისტრაციები 24 აგვისტოს დაიწყება

ანონსი: ონლაინ კურსზე – “ისწავლე & თავად დაწერე ბიზნეს გეგმა” რეგისტრაციები 24 აგვისტოს დაიწყება

ვისაც გსურთ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა …
თან დაწეროთ თქვენი ბიზნეს გეგმა თავად …
თან ეს ყველაფერი 2 კვირაში და დისტანციურად

ვიცი ბევრისთვის რა რთულია ბიზნეს გეგმის დაწერის სწავლა. დაწერა კიდევ უფრო რთული. შეკვეთა და ამაში რამდენიმე ათასი ლარის გადახდა უმეტესობას არ შეუძლია. არადა იმდენი პროექტია (მათ შორის საგრანტოც) და ყველგან ბიზნეს გეგმას ითხოვენ …

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩავატარო ონლაინ კურსი “ისწავლე & თავად დაწერე ბიზნეს გეგმა”, რომლის ფარგლებშიც 12 ადამიანი 2 კვირის განმავლობაში ისწავლის და თავადვე დაწერს თავისივე ბიზნეს გეგმას ჩემი – ტარიელ ზივზივაძის ხელმძღვანელობით.

უკვე 22+ წელია ბიზნეს გეგმებს ვწერ. სწორედ პანდემიის პერიოდში შევიმუშავე ეს უნიკალური სასწავლო პროგრამა. მეთოდი იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც კი ისწავლის და დაწერს თავის ბიზნეს გეგმას. პირველი ონლაინ კურსი ჩატარდება 2-14 სექტემბერის პერიოდში. გვექნება 6 ვებინარი საღამოობით (ZOOM). ყოველი ვებინარის დროს ავხსნით ბიზნეს გეგმის კონკრეტულ თავებს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იქნება ყოველ ვებინარზე მონაწილეებისთვის მიცემული დავალებები, რომლებიც მომდევნო დღისთვის უნდა შეასრულონ და …

სრულ ინფორმაციას 24-ში გავაჟღერებ.
მთავარი ისაა, რომ ვინც კურსზე მოხვდება, ის მიიღებს შედეგს!

მნიშვნელოვანია შემდეგი: ონლაინ კურსს ეყოლება მხოლოდ 12 მონაწილე და მასზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სატელეფონო გასაუბრების გავლის შემთხვევაში.

PS
3 დღის წინ ბიზნეს გეგმის 15 ნიმუშის გავრცელების სურვილის შესახებ განვაცხადე. მოულოდნელად დიდი ინტერესი იყო … 100-ზე მეტ ადამიანს ამ დილით დავუგზავნე ნიმუშები. ვეჭვობ ამ ონლაინ კურსზეც არანაკლები ინტერესი იქნება. არადა ადგილები შეზღუდულია. მოკლედ, თუ ახლავე მომწერთ Facebook-ზე, გამოცხადებისთანავე საქმის კურსში ჩაგაყენებთ და ბმულს ჩაგიგდებთ.