ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

ბიზნეს გეგმის 16 ნიმუში ვისაც გსურს …

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება. სწორედ ამიტომ (უკვე მესამედ) გადავწყვიტე გავავრცელო ბიზნეს გეგმის ნიმუშები [ცხადია უფასოდ], ამჯერად 16.

მათ შორისაა დაფნის გადამუშავების, ეთერზეთების წარმოების, თხილის შეფუთვა-რეალიზაციის, კერამიკული ფილების წარმოების, მეფრინველეობის კომპლექსის, მწვანილის წარმოების, პანკისის დიაბაზის წარმოების, პვა წარმოების, პროფილური მილების წარმოების, სამკერვალო საწარმოს, სასმელი წყლის საწარმოს, ტექსტილის საწარმოს, ქვის გადამამუშავებელი საწარმოს, ქლიავის ჩირის წარმოების, ქსელური მარკეტინგის კომპანიის და ყურძნის ჩირის წარმოების ბიზნეს გეგმები.

ესენი არ არის ჩემს მიერ გაკეთებული ბიზნეს გეგმები. ესენი არის ის ნიმუშები, რომელნიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით სხვადასხვა დროს და ცხადია შევკრიბე. ზოგი ამათგანი მომწონს, ზოგი არ მომწონს, რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა.

ნიმუშების (ცხადია უფასოდ) მისაღებად საჭიროა:

1. გააზიარეთ ეს სტატია
2. მოიწონეთ ჩვენი Facebook გვერდი – ბიზნეს გეგმის დაწერა
3 დაგვიმესიჯეთ FB გვერდზე, სადაც გამოგიგზავნით ჩამოტვირთვის ბმულს

შენიშვნა: კამპანია ძალაშია 30 აპრილის ჩათვლით!