როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება? შეკითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიღებ ხოლმე ტელეფონით ან მესენჯერით FB გვერდზე ბიზნეს გეგმის დაწერა. ამიერიდან, ყველა დაინტერესებულისთვის ხელმისაწვდომი იქნება სათანადო საკონსულტაციო მომსახურება (ფასიანი რა თქმა უნდა).
ვისთვისაა კონსულტაცია?
ორგანიზაციებისთვის, რომელთაც გადაწყვეტეს გრანტის/სესხის/ინვესტიციის მოპოვება, გეგმავენ სხვადასხვა კონკურსებში/პროგრამებში მონაწილეობას და რეალურად აინტერესებთ როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება.
რას მიიღებთ საკონსულტაციო სესიის შედეგად?
- დეტალურად განვიხილავთ რისთვის გჭირდებათ გრანტი/სესხი/ინვესტიცია;
- გიჩვენებთ რომელი ორგანიზაციების რომელი საგრანტო/სესხის/საინვესტიციო პროგრამები არის ხელმისაწვდომი საქართველოში და აგიხსნით განსხვავებებს მათ შორის;
- გამოვავლენთ რომელი დონორების რომელი პროგრამებისთვის არის თქვენი საქმიანობა პრიორიტეტული და რა პერიოდულობით ცხადდება ისინი;
- აგიხსნით სად და როგორ მოიძიოთ ინფორმაცია მიმდინარე/ახალი კონკურსების/პროგრამების შესახებ სისტემატურ რეჟიმში;
- გაგიწერთ კონკრეტულად რა დოკუმენტაცია უნდა გქონდეს მუდმივად წესრიგში, რომ მზად იყოთ შესაძლებლობისთვის;
- გეტყვით რა თანხა/დრო სჭირდება რომ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა / პროექტი და აგიხსნით როგორია სამუშაო პროცესი.
სესიის შემდეგ გამოგიგზავნით:
- იმ აქტიური კონკურსების/პროგრამების დოკუმენტაციას, რომლებიც თქვენს სპეციფიკას შეესაბამება;
- ონლაინ რესურსების სიას, სადაც მუდმივად ქვეყნდება ახალი კონკურსების / პროგრამების ინფორმაცია;
- დოკუმენტაციის სიას, რომლებიც მუდმივად უნდა გქონდეთ მზად/გაახლებული.
1 საათიანი კონსულტაცია ინდივიდუალურად ტარდება დამკვეთი ორგანიზაციის 5-მდე თანამშრომლისთვის დისტანციურად Google Meet-ის მეშვეობით. სესია შეიძლება ჩატარდეს ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც დაგეგმილი აქვს დაფინანსების მოპოვება.
მომსახურების ფასია 500 ლარი წინასწარი გადახდით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 73 79 64.