აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა: ვინც გარისკავს, ის მოიგებს!

1 ივლისიდან თქვენს აგროპროექტზე 2,000,000 ₾-მდე აგროთანადაფინანსება შეგიძლიათ მიიღოთ.

ოღონდ … არც განაცხადების მიღების ბოლო ვადაა დადგენილი და არც ჯამური ბიუჯეტი. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: მიიღებს ის, ვინ მოასწრებს!

მომწერეთ, მარტივად გაგარკვევთ სიტუაციაში, და დროულად დავგეგმოთ ნაბიჯები თუ აგროთანადაფინანსება ნამდვილად გინდათ მიიღოთ 👇

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ახალია. ყველა შეკითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს, თუმცა 2024 და 2025 წლებში განხორციელდა ზუსტად ანალოგიური სტრუქტურის პროგრამა, რომელმაც უკვე მოგვცა პრაქტიკული გამოცდილება – რა სირთულეები წარმოიშვა, რა შეცდომები დაუშვეს მონაწილეებმა, როგორ აისახა ეს საბოლოო შედეგზე. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე გიზიარებთ თქვენი რისკების მაქსიმალურად შემცირების გზებს. თქვენთვისვე აჯობებს თუ სრულად წაიკითხავთ ამ გვერდზე მოწოდებულ ინფორმაციას.

რა უნდა იცოდეს ფერმერმა, სანამ ასიათასებს ან მილიონებს გარისკავს?

3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ:

1. აქამდე დაფინანსების საკითხს ძირითადში წყვეტდა ბანკი. ახლა ჯერ სახელმწიფო “ფილტრი” უნდა გაიაროთ.

2. აქამდე პროგრამის მხარდაჭერას თავიდანვე იღებდით. ახლა 100% თქვენ ფულს (ან სესხს) როცა დახარჯავთ, შემდეგ შეიძლება მიიღოთ აგროთანადაფინანსება.

3. აქამდე ბიზნეს გეგმას ფორმალურად ითხოვდნენ. ახლა დაგეგმარება კრიტიკულად აუცილებელი გახდა, ზოგ შემთხვევაში კი ბიზნეს გეგმა სავალდებულოა.

აგროთანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის უკვე სერიოზული მოთხოვნების დაკმაყოფილება გიწევთ, რომლებშიც გარკვევაც კი საკმაოდ ძალისხმევას ითხოვს. 5 მთავარი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები:

1. პროექტს საერთოდ დამიფინანსებენ?

ასარჩევია რეალისტური პროექტი/თემა, რომელიც სახელმწიფოს ფილტრსაც გაივლის, საბანკო ფილტრსაც და ისე განხორციელებადია, როგორც დაიგეგმება.

არასწორი პროექტის/თემის არჩევა ყველაზე ძვირი შეცდომაა.

შედეგად:

🔴 ან ვერ გაივლით სახელმწიფო ფილტრს.

🔴 ან სახელმწიფო ფილტრს გაივლით, მაგრამ ბანკისას ვერა.

🔴 ან გაივლით, მაგრამ ვეღარ განახორციელებთ გეგმის მიხედვით, რის გამოც აგროთანადაფინანსება დაიკარგება. და თუ ბანკის სესხი გექნებათ აღებული, ის 100% თქვენი ტვირთი გახდება.

🟢 მომწერეთ WhatsApp-ზე, დაგაკვალიანებთ, პროექტს თავიდანვე შეგიფასებთ და გაჩვენებთ არის თუ არა რეალისტური!

⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐

2. ღირს კი საერთოდ ამ პროექტში ფულის ჩადება?

ალბათ უმთავრესი გადაწყვეტილებაა აქვს თუ არა აზრი ბიზნესში ასობით ათასის ან მილიონობით ლარის ინვესტირებას.

ამ დროს ყველაზე ძვირიანი შეცდომები დაგეგმვაში ხდება: საინვესტიციო ხარჯების არასწორი შეფასება, არასწორი ფინანსური პროგნოზები და ა.შ.

შედეგად:

🔴 საინვესტიციო რესურსი თავიდანვე არ გეყოფათ და საქმე გაგიჩერდებათ.

🔴 საქმეს ვერ დაასრულებთ გეგმის მიხედვით, დაიკარგება აგროთანადაფინანსება.

🔴 ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ბიზნესი წამგებიანი ყოფილა.

🟢 ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა და შედეგების ფონზე, მოსმენისთანავე გეტყვით რა პერსპექტივა აქვს თქვენს საქმეს. შემდეგ კი უკვე გავაკეთებთ დეტალურ გათვლებს.

⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐

3. შევძლებ ყველაფრის შესრულებას ისე, როგორც პროგრამა მოითხოვს?

აქ მთავარი გადაწყვეტილებაა ბიზნეს გეგმის მომზადება; თან ისე, რომ შესრულებადი იყოს თქვენი და თქვენი გუნდის მიერ; განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც ბიზნეს გეგმა სავალდებულოა.

ყველაზე ძვირი შეცდომა აქ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასებაა.

შედეგად:

🔴 ვეღარ განახორციელებთ პროექტს, ვერ შეასრულებთ პროგრამის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

🔴 შეიძლება პარტნიორის / ინვესტორის წინაშე აღებული ვალდებულებაც ვერ შეასრულოთ.

🔴 დაკარგავთ აგროთანადაფინანსებას.

🟢 საქმე თქვენი და თქვენი გუნდის მიერ გაკეთებადი უნდა იყოს, და არა მხოლოდ დამტკიცებაზე გათვლილი. შედეგებს ცალკე აუდიტი გადაამოწმებს, ცალკე სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი. ამიტომაცაა სწორად დაგეგმვა გადამწყვეტი. ბიზნეს გეგმა შეცდომებისგან გიცავთ.

⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐

4. ბიზნეს გეგმა სწორად მაქვს მომზადებული?

აქ მთავარი გადაწყვეტილებაა ბიზნეს გეგმა პროფესიონალის დახმარებით გააკეთოთ, თუ მისი მომზადება თავად სცადოთ.

ყველაზე ძვირიანი შეცდომაა ბიზნეს გეგმა ან საერთოდ არ გააკეთოთ, ან ჩათვალოთ, რომ თავადაც შეგიძლიათ დაწერა.

შედეგად:

🔴 სახელმწიფო ფილტრსაც კი ვერ გაივლით. პარტნიორებს / ინვესტორებს ვერ დაარწმუნებთ.

🔴 მოგიწევთ პროცესის თავიდან დაწყება.

ეს თავიდან. ბოლოში კი:

🔴 აუდიტი შეაფასებს თქვენს შედეგებს და შეადარებს მას თავდაპირველ ბიზნეს გეგმას.

🔴 აღმოაჩენს აცდენას და დაიკარგება აგროთანადაფინანსება.

🟢 ამიტომ საჭიროა, რომ ბიზნეს გეგმა მოამზადოთ ნებისმიერ შემთხვევაში და ეს საქმე პროფესიონალმა გააკეთოს, რომელიც დაგეგმავს სწორად, და თან ისე, რომ თქვენს მიერ იყოს შესრულებადი.

⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐

5. ხომ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავითვალისწინე?

შეძლებთ ასიათასობით ან მილიონობით ლარი მშვიდად ჩადოთ საქმეში, სადაც ყველა რისკი თქვენზეა?

დიახ, ამ ახალი პროგრამით ბანკისთვის პრინციპული არაფერი იცვლება; სახელმწიფო მხოლოდ შედეგში იხდის.

და ვინ რისკავს ყველაზე მეტს?

თქვენ!

და ყველაზე მთავარი შეცდომაა იფიქროთ რომ ყველაფერი გაითვალისწინეთ და სადმე საბედისწერო შეცდომას არ უშვებთ.

შედეგად:

🔴 დაგეგმვაში დაშვებული იქნება კრიტიკული შეცდომები.

🔴 მათ აღმოაჩენთ იმ დროს, როცა გამოსწორება გვიან იქნება.

🔴 გვერდით მრჩეველიც კი არ გეყოლებათ, რომ შეკითხვაზე კომპეტენტური პასუხი გაგცეთ.

მზად ხართ ასიათასები და მილიონებიც კი დაკარგოთ “რაღაც წვრილმანის” გაუთვალისწინებლობის გამო?

🟢 რისკის 100% თქვენზეა! თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც თავისი ფულით რისკავს, ამიტომ სანამ მილიონობით ლარს სასწორზე შეაგდებთ, დამირეკეთ და დარწმუნდით, რომ საბედისწერო შეცდომას არ უშვებთ.

⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐

როგორ დაგეხმარებით მე – ტარიელ ზივზივაძე?

✅ შეგიფასებთ პროექტს/თემას.

✅ მარტივად აგიხსნით როგორ მიიღოთ აგროთანადაფინანსება.

✅ დაგანახებთ რეალურ რისკებს და მათი მოხსნის გზებს.

✅ მოგიმზადებთ პროფესიონალურ ბიზნეს გეგმას.

✅ გიჩვენებთ სწორ და უმოკლეს გზას შედეგამდე.

✅ და თქვენს გვერდით ვიქნები კომპეტენტური მრჩეველი.

მომსახურების ღირებულება:

3,000 – 5,000 ₾ + დღგ.

4,000 – 6,000 ₾ + დღგ გადამამუშავებელი წარმოების შემთხვევაში.

(სირთულის მიხედვით)

მომწერეთ WhatsApp-ზე და 5 წუთში გეტყვით:

✅ რამდენად რეალისტურია თქვენი პროექტი.

✅ რა რისკებია თქვენს წინაშე.

✅ რა არის თქვენი შემდეგი სწორი ნაბიჯი.



WhatsApp • კონსულტაცია



ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც რეალურად სოფლის განვითარების სააგენტოს რამდენიმე ძველი პროგრამა საერთო ქუდის ქვეშ ახალი პირობებით გააერთიანა.

მისი მიზანია აგრობიზნესის თანადაფინანსება – პირველადი წარმოება, შენახვა და გადამუშავება.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სამი მთავარი ცვლილებაა:

  • აქამდე: დაფინანსების საკითხს ძირითადში წყვეტდა ბანკი.
  • ახლა: ჯერ სახელმწიფო “ფილტრი” უნდა გაიაროთ.
  • აქამდე: პროგრამის მხარდაჭერას თავიდანვე იღებდით.
  • ახლა: 100% თქვენს (ან სესხს) ფულს როცა დახარჯავთ და ბიზნესს გამართავთ, ამის შემდეგ იღებთ თანადაფინანსებას.
  • აქამდე: ბიზნეს გეგმა მეტწილად ფორმალობა იყო.
  • ახლა: ზოგ შემთხვევაში ბიზნეს გეგმა აუცილებელი მოთხოვნაა. ყველა სხვა ნაწილში ბიზნესის სწორად დაგეგმარება კრიტიკულად აუცილებელი ხდება.

ეს ნიშნავს, რომ სწორად დაგეგმვასა და შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

პროგრამა განკუთვნილია ფერმერებისა და აგრობიზნესებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინვესტიციას შემდეგი მიმართულებებით:

  • მრავალწლოვანი კულტურების გაშენება.
  • სასათბურე მეურნეობები.
  • მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები.
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები.
  • მეფუტკრეობა.
  • აკვაკულტურა და მარიკულტურა.
  • სასაკლაოების მოწყობა და მოდერნიზაცია.
  • პროგრამით განსაზღვრული სხვა მიმართულებები.

ბიზნეს გეგმა სავალდებულო წესით მოითხოვება მაგალითად გადამამუშავებელი წარმოების კომპონენტში. სხვა შემთხვევაში ფორმალურად არ მოითხოვება, მაგრამ იმდენად დიდი რისკია, რომ ბოლოში ვერ მიიღოთ თანადაფინანსება, გარისკვაც კი არ ღირს თუ თავიდანვე არ გააკეთეთ ბიზნეს გეგმა სწორად.

ანუ, დიახ – რეალურად აუცილებელია. ბიზნეს გეგმა წარმოადგენს იმ საკვანძო დოკუმენტს, რომელიც არის საფუძველი რომ პროექტი გეგმის მიხედვით განახორციელოთ. სახელმწიფო ჯერ აფასებს პროექტს და იღებს გადაწყვეტილებას; შემდეგ კი განხორციელების შედეგს დაგეგმილს შეადარებს და ასე წყვეტს მოგეცეთ თუ არა აგროთანადაფინანსება სულ ბოლოს, როცა 100% ფული გექნებათ დახარჯული.

აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა გამსჭვალულია ერთი აზრით: ფერმერისგან ითხოვს ბიზნესის ცოდნას და უნარებს. მოგიწევთ გადაეწყოთ.

1 ივლისიდან ბიზნეს გეგმა:

  • აგრო მეწარმის მიერ ამოდენა რისკზე წასვლის მთავარი დამზღვევი ხდება. რამე რომ “ისე არ წავიდეს”, აგროთანადაფინანსებას დაკარგავთ.
  • შეფასების მთავარი დოკუმენტია სახელმწიფოსთვის, პარტნიორებისთვის, ინვესტორებისთვის, ბანკისთვის.
  • განსაზღვრავს როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი.
  • შესრულების საფუძველზე წყდება მიიღებთ თუ არა თანადაფინანსებას. ამიტომ თავიდანვე დაგეგმვა აუცილებელია, რომ შემდგომში ძვირი არ დაგიჯდეთ.

‘Pay-for-results’ პრინციპი ნიშნავს, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებას მხოლოდ მას შემდეგ მოგცემთ, რაც პროექტს ბიზნეს გეგმის შესაბამისად შეასრულებთ.

თუ განხორციელებული პროექტი განსხვავდება ბიზნეს გეგმაში დაგეგმილისგან, აგროთანადაფინანსებას ვერ მიიღებთ. დაგეგმილი პროექტებიც კი ხშირად ცვლილებებით ხორციელდება. დაუგეგმავს რაღა დაემართება თავად წარმოიდგინეთ.

ანუ, სახელმწიფო არ აფინანსებს დაპირებას – აფინანსებს შედეგს

უშუალოდ თანადაფინანსების მისაღებად, მას შემდეგ რაც პროექტს 100% განახორციელებთ და ინვესტიციას სრულად გააკეთებთ, საჭირო იქნება განაცხადის წარდგენა.

სახელმწიფოსთვის – ნაკლები წარუმატებელი პროექტი და მეტი კონტროლი. სახელმწიფო ყველაზე მეტს იგებს და თავს 100% იზღვევს – იხდის მხოლოდ შედეგში!

ბანკებისთვის – ნაკლები გაურკვევლობა სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. თუმცა დიდად მათთვის არაფერი იცვლება.

აგრო ბიზნესისთვის – მნიშვნელოვნად იზრდება რისკები და პასუხისმგებლობა, რადგან შეცდომის ფასი შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს და ბიზნესმა თანადაფინანსება ვერ მიიღოს.

WhatsApp ღილაკს ხომ ხედავთ?.

დააწკაპუნეთ, მომწერეთ, დამირეკეთ და 5 წუთში გავარკვევთ:

  • ✅ რამდენად რეალისტურია თქვენი პროექტი.
  • ✅ რა რისკებია თქვენს წინაშე.
  • ✅ და რა არის თქვენი შემდეგი სწორი ნაბიჯი.

და შევუდგეთ საქმეს.




⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐

რას ამბობენ ისინი, ვინც მენდნენ:

Guga Review

Murad Review

Beso Review

Guga Review

Niko Review

Ia Review