ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიუ-ბიუ

ბიუ-ბიუ

გუდიაშვილის 9; თბილისი, საქართველო
+995 32 2 000 221
info@chirina.ge
ვებსაიტი
ბიუბიუ / Biubiu

შპს “ჩირინა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან (2013 წლიდან) ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. ამჟამად, “ჩირინას” ძირითადი პროდუქცია არის “ბიუ ბიუ”-ს ქათმის ხორცპროდუქტები. თუმცა, ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ხილს (ვაშლს) და კომპოსტს. ჩირინა სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვის, ლაბორატორიული კვლევების სერვისს და ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას.

ჩვენი უპირატესობები

“ჩირინა” ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე აკონტროლებს.

ბიუბიუს ფრინველი ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებება.
მარცვლეული წარმოებაში გაშვებამდე ლაბორატორიულად სრულყოფილად მოწმდება.

კომბინირებული საკვების ქარხანაში, ყოველგვარი ჰორმონული და გენმოდიფიციდრებული დანამატების გარეშე, მზადდება სრულფასოვანი გრანულირებული საკვები, რომლითაც ჩვენი ფრინველი იკვებება.

ინკუბატორში დანერგილი თანამედროვე სისტემა, უზრუნველყოფს წიწილის ემბრიონის სათანადო განვითარებას.

ფერმებში ყველა პროცესი ავტომატიზებულია. ფრინველი იზრდება სუფთა, ჯანსაღ გარემოში.

ხორცის დამუშავების პროცესი, ადამიანის მინიმალური ჩართულობით, უმაღლესი სტანდარტის საწარმოო ხაზზე მიმდინარეობს, რის შედეგადაც ვიღებთ იდეალურად გასუფთავებულ ქათამს კრიალა კანით.

ჰაერით გაციების ტექნოლოგიის წყალობით პროდუქტი სრულიად მშრალია და მომხმარებელს გაყინულ წყალში ფულის გადახდა არ უწევს.
კომპანია ზრუნავს გარემოზე. ამუშავებს ნარჩენებს და არ აბინძურებს ბუნებას.
მოწესრიგებული სადისტრიბუციო ქსელი უზრუნველყოფს ბიუბიუს პროდუქციის ყველა სავაჭრო ობიექტზე უსაფრთხოდ მიტანას.

ქართულ სიმინდზე გაზრდილი!