ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > Beef Max 43% კონცენტრატი – მეხორცული საქონლის კონცენტრატი

Beef Max 43% კონცენტრატი – მეხორცული საქონლის კონცენტრატი

ლ. ღოღობერიძის 67ბ, თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 53 35
info@nutrimax.ge
http://nutrimax.ge
FB / ნუტრიმაქსი

ISO 22000 სერტიფიკატის მფლობელი კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით. „ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი ამოცანაა.

ნუტრიმაქსი გთავაზობთ BEEF MAX კონცენტრატს, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელი პირუტყვის გამოზრდას და მაქსიმალური დღიური წონამატის მიღებას.

BEEF MAX კონცენტრატი არის მაღალპროტეინოვანი დანამატი მეხორცული საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება სახორცე პირუტყვის გამოსაზრდელად ტრადიციულ და მრთელ მარცვლიანი სიმინდით კვების მეთოდებში ჩასართავად.

BEEF MAX კონცენტრატი დამზადებულია სპეციალური გრანულირების ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას;

BEEF MAX კონცენტრატის გრანულების სიმყარე და ხარისხი განაპირობებს საკვების მინიმალური დანაკარგებით მიწოდებას პირუტყვამდე;

BEEF MAX კონცენტრატი დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე, რომელიც უზრუნველყოფს პირუტყვის ჯანმრთელობას და ხარისხიანი ხორცის მიღებას;

BEEF MAX კონცენტრატის მარტივი დოზირება და სტაბილური რაციონი აადვილებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოზრდის პროცესს;

BEEF MAX კონცენტრატი ხელს უწყობს ჯანმრთელი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოზრდას მინიმალური დანახარჯით.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ქერი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.