ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გაზის ბალონის გასამართი კვანძის სარქველი

+995 551 20 17 89
dbukhsianidze@gmail.com
FB / ECO MD

შპს ეკო ემ დი საქართველოში 2016 წლიდან აწარმოებს ავტომობილის გაზის სისტემის ფილტრებს, სარქველებს, სამკაპებს და სხვა აქსესუარებს. მწარმოებლის გარანტიით ფილტრის დაყენების შემთხვევაში ავტომანქანა 10,000 კილომეტრის გარბენის შემდეგ თვითონ გაგრძნობინებთ ფილტრის გამოცვლის აუცილებლობას. ეს იმას ნიშნავს რომ ფილტრი ნამდვილად ასრულებს თავის მოვალეობას (ფილტრავს).

ძირითადი მოთხოვნები

1. ადგილობრივი ბაზრის შესწავლისას გაირკვა რომ გაზგასამართი კვანძის (ე.წ. კუბიკის) შიდა დიამეტრები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, ამიტომ სტანდარტული სარქველის მორგება თითქმის შეუძლებელია.

2. დამცავი სარქველის არარსებობის შემთხვევაში (უმრავლესად გაზგასამართი კვანძი სარქველით არ არის დაცული.) სისტემაში ხვდება ჭუჭყი სხვადასხვა სახით, რის შედეგადაც ”ჭუჭყიანდება“ ბალონი და შესაბამისად ხდება სისტემის დაბინძურება.

ადგილობრივი ბაზრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა 11 გაზგასამართი კვანძის სახეობა, რომლებშიც ღარის დიამატრები განსხვავებულია ერთმანეთისგან. უნივერსალური სარქველის შესაქმნელად ნაცვლად ორი რეზინის ჩობალისა – ე.წ. „სალნიკი“ – გაკეთდა სამი. გარე ორი „სალნიკი“ უბრალოდ სუსტ შეხებაშია ცილინდრის ზედაპირთან ( ჭუჭყისგან დასაცავად) ხოლო შუა „სალნიკი“ მჭიდრო კონტაქტშია ცილინდრის ზედაპირთან და განკუთვნილია სარქველის ბუდიდან ამოვარდნის თავიდან ასაცილებლად. მასალად შერჩეულ იქნა საინჟინრო დანიშნულების პლასტმასი PA 6.10, ხოლო „სალნიკის“ მასალად OGR კლასის ხელოვნური კაუჩუკი. დღესდღეობით, გარდა კუსტარულად დამზადებული გასამართი კვანძისა, ჩვენს მიერ წარმოებული სარქველი ერგება ყველა არსებული სახეობის გასამართ მოწყობილობებს.

აღსანიშნავია, რომ გაზის სისტემიით აღჭურვილი ავტომობილების უმრავლესობას აღნიშნული სარქველი არ გააჩნია.

კომერციული ხასიათის სარგებელი თვალსაჩინოა. გაზგასამართი სადგურების სადისტრიბუციო ქსელის არსებობის პირობებში, შესაბამისი PR და სარეკლამო კამპანიის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სარგებელის მიღებაც. მაგალითისთვის, თუ ქსელში არსებობს ბონუსების სისტემა, შესაძლებელია ამ პროდუქციის სასაჩუქრე პაკეტში შეყვანა, როგორც ზრუნვის გამოხატულება ერთგული კლიენტის და მისი ავტომობილის მიმართ. ვინაიდან, ამ სარქველის არსებობის პირობებში სისტემა დაზღვეულია ჭუჭყის მოხვედრის და სხვა შესაძლო რისკებისაგან, შესაბამისად მომხმარებლის ხარჯების შემცირება და კომფორტი გარანტირებულია.

სარგებელი მომხმარებლის მხრიდან, ასევე ნათელია, ვინაიდან ამ სარქველის გამოყენებით სისტემის ექსპლოატაციის ხარჯები (ბალონის რეცხვა, სისტემის წმენდა) მცირდება შესაძლო რისკფაქტორების პრევენციასთან ერთად.

ბაზრის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 200 000 ავტომანქანას. აღნიშვნის ღირსია, რომ სარქველები დროდადრო იკარგება.

პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ მისამართებზე:

1. მე-8 პოლკის ა/მ ნაწილების ბაზრობა: გაზის რიგი, მაღაზია 52 ტელ: 574 488 788

2. ე. ბეჟანიშვილის 8 / ა ტელ: 032 2 66 21 12

3. შეშელიძეს ქუჩა ვისოლის ბგს-თან (მეტრო სარაჯიშვილი, ფეიქრების ქუჩისა და გლდანის ხიდის კვეთაზე). ტელ: 592 10 67 67

4. ვარკეთილი ვ. კუპრაძეს ქუჩა ტელ: 555 907 906

ყველა ხელოსანი თუ საქმეში ჩახედული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული ჩვენი ფილტრი, დარწმუნდა მის ხარისხში!