ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

ავტომობილის გაზის სისტემის ფილტრი

+995 551 20 17 89
dbukhsianidze@gmail.com
FB / ECO MD

შპს ეკო ემ დი საქართველოში 2016 წლიდან აწარმოებს ავტომობილის გაზის სისტემის ფილტრებს, სარქველებს, სამკაპებს და სხვა აქსესუარებს. მწარმოებლის გარანტიით ფილტრის დაყენების შემთხვევაში ავტომანქანა 10,000 კილომეტრის გარბენის შემდეგ თვითონ გაგრძნობინებთ ფილტრის გამოცვლის აუცილებლობას. ეს იმას ნიშნავს რომ ფილტრი ნამდვილად ასრულებს თავის მოვალეობას (ფილტრავს).

ძირითადი ამოსავალი მოთხოვნები

1. კომპაქტურობა – გაზის სისტემის მონტაჟის დროს, ფილტრის დაყენების ადგილი ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია. ვინაიდან ფილტრის პერმანენტულად ცვლა სისტემისთვის აუცილებელია, ეს პროცესი გამარტივებული უნდა იყოს.

2. უსაფრთხოება – პრაქტიკიდან გმომდინარე, ფილტრის მონტაჟისას უნდა ვერიდოთ ფილტრის კორპუსის შეხებას მეტალის ზედაპირთან (ძრავი, კრონშტეინები, ძარა და ა.შ.), თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში – არასწორი მონტაჟის დროს, ფილტრი მაინც ეხება მეტალის ზედაპირს, რის შედეგადაც, დროთა განმავლობაში, ფილტრის კორპუსი (ყველა ალუმინის კორპუსიანი ფილტრი) იხეხება და ჩნდება ხვრელები, საიდანაც გამოედინება ბუნებრივი აირი და თუ ელექტროობა გაუმართავია, შესაძლოა მოხდეს აალება. რაც დაუშვებელია.

3. მფილტრავი ელემენტი – პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ გაზგასამართ სადგურზე საწვავის ფილტრაცია არ არის ნორმების შესაბამისი. ასევე, ბალონების და სისტემის შიგნით არსებული ჭუჭყის გათვალისწინებით, მფილტრავი ელემენტი უნდა ბლოკავდეს მყარი მინარევების მოხვედრას საწვავში, სანამ ის უშულაოდ წვის კამერაში მოხვდება. გასათვალისწინებელია ზეთოვანი მინარევები გოგირდის შენაერთებით, რომლებიც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებენ ინჟექტორებზე (სილიკონურ ნაწილზე) – კერძოდ, სილიკონს აქვს თვისება გოგირდის და მისი შენაერთების აბსორბციისა, რაც მის გეომეტრიას და დრეკადობის მახასიათებლებს რადიკალურად ცვლის. შედეგად იზრდება საწვავის ხარჯი და აუცილებელი ხდება მათი შეცვლა.

ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ფილტრის კორპუსი და მფილტრავი ელემენტის სახურავები გაკეთებულიყო საინჟინრო პლასტიკისაგან ПА6 (GF), რომლის მუშა ტემპერატურული დიაპაზონი არის -40°C +120°C. დრეკადობის მაჩვენებელი, ფილტრის კორპუსის კედლის სისქესთან ერთად, გამორიცხავს ექპლოატაციის პერიოდში ფილტრის კედლების დაზიანებას (არასწორი მონტაჟის დროს) რაც ანულებს ძრავის სახურავის ქვეშ გაზის დაგროვების და მისი აალების რისკს, მანქანის გაუმართავი ელექტროობის შემთხვევაშიც. ფილტრის კორპუსი და მფილტრავი ელემენტი შეწებებულია სპეციფიური წებოთი, რომელიც ამ ორ სხეულს პრაქტიკულად ერთ სხეულად აქცევს. ეს თავის მხრივ 100%-ით ბლოკავს მყარი მინარევებისა და ზეთის გადასვლას ინჟექტორების მხარეს – განსხვავებით ალუმინის ფილტრებისაგან რომლებშიც მფილტრავი ელემენტი ჩაპრესილია რეზინის ბალიშზე, რეზინა კი ზეთების მიმართ დამსველებელი ზედაპირია, რაც კაპილარულ პროცესებს ვერ გამორიცხავს (ზეთი ყველა შემთხვევაში გადავა ინჟექტორების მხარეს). აღსანიშნავია, რომ თავად ფილტრში წნევები იმპულსური ხასიათისაა და არ აღემატება 3 ატმოსფეროს. ჩვენს მიერ წარმოებული ფილტრები ინდივიდუალურად მოწმდება 8 ატმოსფეროზე იმპულსური და მექანიკური დატვირთვების ქვეშ, რათა თავიდან ავიცილოთ ტექნიკური ხარვეზები.

მფილტრავი ელემენტის მასალის შერჩევისას ჩვენ ვითვალისწინებდით შემდეგ მოსაზრებას. ფილტრმა უნდა უზრუნველყოს 8,000 კმ გარბენი, რის შემდგომაც მისი გამოცვლა აუცილებელი უნდა გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ჩავატარეთ გაზგასამართ სადგურებზე არსებული ბუნებრივი აირის დეტალური ანალიზი – მინარევების ქიმიური შემადგენლობის და სიბლანტის მაჩვენებლების საგანზე, სხვადასხვა ტემპერატურასა და წნევაზე. ასევე, მინარევების ზომების სტატისტიკური ანალიზი. შედეგად შეირჩა მფილტრავი ელემენტი, რომლის ფორების საშუალო სტატისტიკური ზომა 40 მიკრონია. ეს არჩევანი 100%-ით ბლოკავს მყარ მინარევებს, ხოლო ზეთოვან მინარევებს 90%-ით. 40 მიკრონზე მცირე ზომის ზეთოვანი მინარევები ეთერზეთების კლასს განეკუთვნება და ის ბრწყინვალედ იწვის წვის კამერაში ისე, რომ არავითარ ზიანს არ აყენებს სისტემასა და გარემოს. ამასთანავე 8000 კმ გარბენის შემდეგ მფილტრავი ელემენტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად ეცემა. დიდი და მცირე მოცულობის ძრავებისათვის შეირჩა ორი ვარიანტი მფილტრავი ელემენტის ფართობის სიდიდის მიხედვით – 3 ლიტრამდე ძრავებისათვის და 3 ლიტრზე მეტი ძრავებისათვის.

ყოველ 8000 კმ-ზე ფილტრის გამოცვლის აუცილებლობა მნიშვნელოვანი კომერციული ფაქტორია. მათთვის ვინც გასცემს გარანტიას სისტემის მუშაობაზე, ასევე გაზის დისტრიბუტორი ორგანიზაციისთვის, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის კონკურენტულ ფასად შეთავაზებაზე, ასევე, მნიშვნელოვანია ავტოტრანსპორტის მფლობელისთვისაც. განვიხილოთ მხარეების სარგებელი ცალ-ცალკე.

ორგანიზაციისათვის, რომელიც ამონტაჟებს გაზის სისტემას და გასცემს შესაბამის გარანტიას, მოგება მდგომარეობს იმაში, რომ მას არ მოუწევს ძვირადღირებული ინჟექტორის გამოცვლა საგარანტიო პერიოდში, ხოლო კლიენტის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ, ყოველ 8000კმ-ზე ფილტრის გამოცვლა სტაბილური შემოსავლის წყაროდ ყალიბდება და ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზრის ამ ვიწრო სექტორში.

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ფილტრის გამტარუნარიანობა (ძირითადად ალუმინის კორპუსიანი) 40 000 – 50 000 კმ გარბენის შემთხვევაშიც კი არ იცვლება, რაც ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ასეთი ფილტრი თავიდანვე არ ფილტრავს.

დისტრიბუტორი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქციის კონკურენტულ ფასად შეთავაზება მომხმარებლებისათვის. მოცემული ფილტრი კი ამ პირობებს ხარისხით და ფასით ნამდვილად აკმაყოფილებს.

სხვადასხვა ბონუს-სისტემების ფარგლებში, ფილტრი, როგორც საჩუქარი, ასევე მომგებიანია, ვინაიდან ამ პროდუქციამ ძალიან კარგად დაიმკვიდრა თავი ბაზარზე მისი ხარისხიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს, რომ გამჩუქებელი კომპანია ზრუნავს თავის კლიენტზე.

ავტოტრანსპორტის მფლობელისათვის სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ, ამ ფილტრის მუდმივად გამოყენების შემთხვევაში, მას არ მოუწევს ინჟექტორების გაწმენდის და გამოცვლის პროცედურის ჩატარება, არ მოემატება გაზის წვის ხარჯი.

პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ მისამართებზე:

1. მე-8 პოლკის ა/მ ნაწილების ბაზრობა: გაზის რიგი, მაღაზია 52 ტელ: 574 488 788

2. ე. ბეჟანიშვილის 8 / ა ტელ: 032 2 66 21 12

3. შეშელიძეს ქუჩა ვისოლის ბგს-თან (მეტრო სარაჯიშვილი, ფეიქრების ქუჩისა და გლდანის ხიდის კვეთაზე). ტელ: 592 10 67 67

4. ვარკეთილი ვ. კუპრაძეს ქუჩა ტელ: 555 907 906

ყველა ხელოსანი თუ საქმეში ჩახედული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული ჩვენი ფილტრი, დარწმუნდა მის ხარისხში!