ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ჯეო მულჩი

ჯეო მულჩი

სოფ. გამარჯვება, შემოვლითი გზის მე–4 კილომეტრი
1306 გარდაბანი, ქვემო ქართლი, საქართველო
+995 599 11 12 34
info.mulchgeo@gmail.com
http://geomulch.ge
FB / ჯეო მულჩი

შპს “ჯეო მულჩი” ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დაარსებას წინ უძღვოდა კომპანიის დამაარსებლების მხრიდან კონკრეტული პროდუქტით (მულჩით) დაინტერესება აშშ-ში, სადაც მულჩის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს. კომპანიის დამაარსებელმა ბნ. მიხეილ მესტვირიშვილმა, რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა მულჩის წარმოების ტექნოლოგია და გამოყენების კულტურა კოლორადოს სახელწიფო და ჩრდილო კალიფორნიის უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებისთანავე კი დააარსა კომპანია “ჯეო მულჩი” და დაიწყო საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის – მულჩის წარმოება.

წარმოება უკვე 4 წელია ვითარდება და 2019 წელს გაყიდვებმა პიკს მიაღწია (გახუთმაგდა 2018 წელთან შედარებით) მარკეტინგზე მინიმალური დანახარჯების ფონზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეკოლოგია და ჯანსაღი გარემო სულ უფრო მეტად გახდა თემა და ჯეო მულჩი კი მულჩის გამოყენების პრაქტიკის დანერგვის წინა ხაზში აღმოჩნდა კონკურენტების გარეშე. კომპანიამ 2018 წელს თიბისის ბანკის მიერ გამართულ ეროვნულ ბიზნეს დაჯილდოვებაში გაიმარჯვა, 2019 წელს კი კონკურს “მელიორას” გამარჯვებული გახდა.

მისია

 ჯეო მულჩი აქტიურად ზრუნავს საქართველოშიც დანერგოს მულჩირების კულტურა
 საქართველო აგრალური ქვეყანაა, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მეურნეობებში მულჩის გამოყენება
 საქართველოში მიწები (თბილისსა და რეგიონებშიც) საგრძნობლად გამოფიტული და ეროზიულია, ამიტომ მულჩირება სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნაში სოფლის მეურნეობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისათვის

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

 ლანდშაფტის დიზაინი/დაგეგმარება და განხორციელება
 მცენარეების შერჩევა/დარგვა
 მულჩირება
 შემდგომი მოვლა-პატრონობა

მულჩით უკეთესია!