ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > წყარო 8, შპს

წყარო 8, შპს

გამრეკელის 19, 0160, თბილისი, საქართველო
+995 599 19 96 97
r.andguladze@gw4h.ge
http://gw4h.ge

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

მეფუტკრეობა უხსოვარი დროიდან იყო ქართველთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა. ქვეყნის მთაგორიანი ზედაპირი, უნიკალური ფლორა და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება დღემდე საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ სხვადასხვა სახეობის სუფთა თაფლი. ამიტომაც ჩვენ შემთხვევით არ შეგვირჩევია თაფლის წარმოების ეს რეგიონი – საქართველო, როგორც იდეალური გარემო გრძელვადიანი და პერსპექტიული საქმიანობისათვის.

ჩვენ თაფლს მოვიპოვებთ დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში. სკები განლაგებულია მაღალმთიან, უნიკალური ტყეებით გარშემორტყმულ ადგილებში, რომლებიც შორს არიან ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისაგან იქნება ეს ჰაერის დაბინძურება, ცივილიზაცია თუ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა.

ჩვენი თაფლის შემქმნელია ქართული აბორიგენული ჯიშის ფუტკარი, რომელიც თავისი გრძელი ხორთუმით გამოირჩევა. ჩვენ არ ვიყენებთ წამლებს და ანტიბიოტიკებს, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ რომ პროდუქტი არის 100% ორგანული და სუფთა. ეს კი ერთის მხრივ დიდ უპირატესობას გვაძლევს სხვა მწარმოებლებთან შედარებით, მეორეს მხრივ კი ჩვენი ექსპორტის შანსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრდის.

ჩვენი თაფლი

აკაციის თაფლი – ნათელი, გამჭვირვალე, არომატული თაფლია, რომელიც ადრეულ გაზაფხულზე მოიპოვება. ძირითადში მხოლოდ აკაციაა, თუმცა ფუტკრები ნექტარს იმავე პერიოდში აყვავილებული ციტრუსებისა და მცენარეებისაგანაც მოიპოვებენ.

აკაციისა და ყვავილების თაფლი – მას ასევე მაისის თაფლს ან მინდვრის თაფლსაც ეძახიან. პროდუქტი სხვადასხვა მცენარისგან მზადდება, თუმცა მაინც აკაციაა დომინანტი. თაფლს სპეციფიკური არომატი და გემო აქვს. ფუტკრები თაფლს აკეთებენ გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში აყვავილებული მცენარეებისაგან მოპოვებული ნექტარისაგან.

ცაცხვის თაფლი – დასავლეთ საქართველოში ყველაზე მოპოვებადი თაფლის სახეობაა. უფრო ღია ფერისაა, ვიდრე წაბლის თაფლი. მოიპოვება ივლის-აგვისტოში. ძირითადში მხოლოდ ცაცხვისგან მზადდება, თუმცა შეიძლება წაბლიც ერიოს, რომელიც იმავე არეალში ხარობს და იმავე პერიოდში ყვავილობს.

წაბლის თაფლი – მუქი ფერის წაბლია, რომელსაც მძაფრად ტკბილი გემო აქვს. მოიპოვება ზაფხულში. მაღალი მოთხოვნის გამო წაბლის ეს სახეობა ყველაზე ძვირია საქართველოში.

თაფლს მარტო გასტრონომიული ღირებულება არ აქვს. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისათვისაა მნიშვნელოვანი. ყველა დროის მეცნიერი ეთანხმება იმ აზრს, რომ თაფლი ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია!