ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > წყალი სნო საბავშვო

წყალი სნო საბავშვო

მისაქციელი, მცხეთის რაიონი, 3308 თბილისი, საქართველო
+995 322 470 409
info@aquageo.ge
http://aquageo.ge
FB / წყალი სნო
FB / მინერალური წყალი კობი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. ISO და HACCP სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მრავალსაფეხურიან დაცვას წარმოების ყველა ეტაპზე, რაც წყლის მაღალი ხარისხის გარანტია.

სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტით. კომპანია “აქვა გეო” აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით და ლაბორატორიით, სადაც სისტემატიურად მოწმდება ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხი. წყალი „სნო“ სრულად აკმაყოფილებს, როგორც ქართული, ასევე ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს.

ქარხნის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო-დანადგარებით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩავატაროთ როგორც ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ევრომოთხოვნების შესაბამისად. ლაბორატორია მუდმივად ამოწმებს წყლის ხარისხს, მკაცრად აკონტროლებს ჩამოსხმის პროცესს, რაც გარანტია იმისა, რომ წარმოებული წყალი იქნება ხარისხიანი და შეინარჩუნებს ბუნებით ბოძებულ, უნიკალურად დაბალანსებულ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობას. სნო მდიდარია ყველა იმ აუცილებელი ელემენტით, რომელიც რეკომენდებულია ფრეზენიუსის ჯანდაცვის ჯგუფის Fresenius Health Care Group მიერ ბავშვებისათვის ჩვილობის ასაკიდან, როგორც სასმელად, ისე საკვების მოსამზადებლად

საბავშვო წყალი “სნო” უახლესი პროდუქტია წარმოდგენილი 0.33 და 1.5 ლიტრიანი ფორმატით, რომლის ტარა დამატებით გადის რადიაციულ და ბისფენოლ ა-ს (BPA Free) შემცველობაზე დამატებით კონტროლს. ამასთან მისი წარმოების სტანდარტები და რეგულაციები არის უმკაცრესი. შპს „აქვა გეო“ ერთადერთია, რომელიც ფლობს ოფიციალურ სახელმწიფო ნებართვა-ლიცენზიას საბავშვო წყლის წარმოებაზე.