ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ჩვენი ბროწეული

ჩვენი ბროწეული

3311 საგურამო, საქართველო
+ 995 32 240 05 50
contact@campa.ge
http://campa.ge
FB / კამპა
FB / ჩვენი
FB / ფრუტატა

2008 წელს დაარსებული ISO 9001, HACCP და ISO 22000 სერტიფიცირებული შპს “კამპა” ბაზარზე სამი ბრენდით – “კამპა”, “ჩვენი” და “ფრუტატა” ოპერირებს და 30-ზე მეტი სხვადასხვა დასახელებისა და არომატის ნატურალურ წვენსა და ნექტარს აწარმოებს და ყიდის როგორც საქართველოს საცალო ქსელში, ასევე ექსპორტზე გააქვს რუსეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ჩვენი ბროწეული 1 ლიტრიან ტეტრაპაკის შეფუთვაში შპს “კამპა”-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ნექტარის დასამზადებლად გამოიყენება საუკეთესო ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეული. გაუხსნელ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვის ვადაა 12 თვე. იყიდება საცალო ქსელში. ხილის წვენის მასური წილი – 40 %.

პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება საუკეთესო ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეული. პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს და საღებავებს. პროდუქციის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს. ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შიდა და გარე ლაბორატორიებში. საწარმო აღჭურვილია Tetrapak-ის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.