ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > ყურადღება!!!! ინვესტორი ეძებს მომგებიან პროექტს დასაფინანსებლად

ყურადღება!!!! ინვესტორი ეძებს მომგებიან პროექტს დასაფინანსებლად

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელიც გვიკავშირდება ახალი იდეებით და შეთავაზებებით. თუ რამ შეგვეძლება გვერდში დაგიდგებით.

უკვე საკმაოდ მოხშირდა ჩვენთან ისეთი ადამიანების დაკავშირება, რომლებსაც აქვთ გარკვეული კაპიტალი და ეძებენ პროექტებს დასაფინანსებლად. აქამდე ეს არც იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ამისთვის ან ასეთი ტიპის სტატია დამეწერა, ან კიდევ რამე სხვა გამეკეთებინა, მაგრამ ამ ბოლოს ორი საინვესტიციო პროექტის დაფინანსების მოძიების შესაძლებლობის შესახებ რომ გავახმაურე, ეტყობა მაგან განსაკუთრებით დაძრა ინტერესი [საუბარია 1) 250,000 USD საინვესტიციო შესაძლებლობა ქართულ წარმოებაში – „სუპინო“, და 2) [იძებნება ინვესტორი] 700,000 USD ინვესტიცია მომგებიან საქმეში].

მოკლედ, არის ერთი უცხოეთიდან ჩამოსული კონკრეტული ადამიანი, ჩვენებური, ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი დააფინანსოს მომგებიანი პროექტი. გამოკვეთილი პრიორიტეტი არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს უნდა იყოს მცირე ბიზნესი. ბუნებრივია ეძებს ისეთ პროექტს, რომელიც მის „პატრონს“ აქვს დაგეგმილი [მოითხოვება ბიზნეს გეგმა].

თუ გაქვთ მცირე ბიზნესის პერსპექტიული იდეა ან გაქვთ უკვე აწყობილი ბიზნესი და გადართოვება გნებავთ და დაწერილი გაქვთ ბიზნეს გეგმა, დათვლილი და გათვლილი მომავალი, რომელიც აშკარად აჩვენებს, რომ პროექტი მომგებიანია, მაშინ შეგვეხმიანეთ აქვე ელ. ფოსტაზე – info@kar.ge

წერილში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა და მობილური. ამ ეტაპზე გვჭირდება მხოლოდ რეზიუმე [სრული ბიზნეს გეგმა არა] მაქსიმუმ 1 გვერდზე. თუ პოტენციური ინვესტორი დაინტერესდება, თვითონ დაგიკავშირდებათ.

გისურვებთ წარმატებებს!