ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ქიზიყური ტრადიციული

ქიზიყური ტრადიციული

ჰერეთის 49, დედოფლისწყაროს რაიონი, საქართველო
+995 551 54 44 55
marigvedashvili71@mail.ru
FB / ქიზიყური ტრადიციული

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ქიზიყური ტრადიციული” 2017 წელს დამწყები მეღვინეების – მარი ღვედაშვილისა და მის მეუღლის – ვანო ლოლაშვილის მიერ დაარსდა. კომპანიის მიზანია აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი და ბიოღვინო. ამისთვის დედოფლისწყაროში ვენახისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნიადაგზე გაშენდა ვაზი და დაიწყო მისი ბიომეთოდებით მოვლა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სამეურნეო ნაკვეთზე მიმავალმა ცოლ-ქმარმა აღმოაჩინა, რომ მიწის რაღაც ნაწილი აუთვისებელი ჰქონდათ. ბევრი არ უფიქრიათ, როგორ შეიძლებოდა ამ მიწის გამოყენება – გადაწყვიტეს, ვენახი გაეშენებინათ, შემდგომ კი ღვინის კომპანია ჩამოეყალიბებინათ.

ბრენდს საინტერესო შეფუთვა აქვს. ამასთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელი, ქ-ნი მარი ღვედაშვილი ერთ საინტერესო ისტორიას გვიყვებიან: “როცა ყურძნის დაწურვა გადავწყვიტეთ, ვმსჯელობდით, რა მეთოდით დაგვეყენებინა ღვინო და გადვწყვიტეთ ტრადიციული კახური მეთოდით-ქვევრში გვეწარმოებინა. ამ მსჯელობის დროს უცებ გამიჩნდა აზრი, კომპანიისთვის დაგვერქვა “ქიზიყური ტრადიციული”, რადგან ღვინოს სწორედ ქიზიყში და თან ტრადიციული მეთოდით ვაყენებდით. იდეა მეუღლესაც მოეწონა. რაც შეეხება ეტიკეტს, რადგან ღვინო ქვევრში უნდა დაგვეყენებინა, ვარჩიეთ ეტიკეტსაც ქვევრის ფორმა ჰქონოდა. შიგნით კი ჩვენი შვილიშვილის სურათი ყოფილიყო, რადგან მისთვის პირველი რთველი, ჩვენთვის კი პირველი მოსავალი იყო.“

“ქიზიყური ტრადიციული” აწარმოებს ქვევრში დაწურულ რქაწითელს, საფერავსა და კახურ მწვანეს, ასევე მუხის კასრში დამზადებულ რქაწითელს. კომპანიის სამომავლო მიზანი უძველესი ვაზის ჯიშების – ქისისა და ხიხვის და ასევე ე.წ სუფრის ყურძნის გაშენებაა. ღვინო 2018 წელს პირველად ჩამოისხა ბოთლებში და განთავსდა მაღაზიათა ქსელებში. პროდუქცია ყველა ძირითად ღვინის ობიექტში იყიდება თბილისში.

ბრენდი აქტიურად მონაწილეობს დარგობრივ ფესტივალებში. შპს ქართული ღვინის გილდიის მიერ დაფუძნებული ვებგვერდზე – www.topgeorgian.wine ასატვირთი ღვინოების შესარჩევ დეგუსტაციაში, რომელიც გაიმართა 2019 წლის 18 მაისს, კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ღვინოებმა დაიმსახურეს მაღალი შეფასებები და მოიპოვეს მედლები: მწვანე 2018 – 83.5 ქულა ბრინჯაო; რქაწითელი 2018-90 ვერცხლი.