ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ქიზიყური ტრადიციული, შპს

ქიზიყური ტრადიციული, შპს

ჰერეთის 49, დედოფლისწყაროს რაიონი, საქართველო
+995 551 54 44 55
marigvedashvili71@mail.ru
FB / ქიზიყური ტრადიციული

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ქიზიყური ტრადიციული” 2017 წელს დამწყები მეღვინეების – მარი ღვედაშვილისა და მის მეუღლის – ვანო ლოლაშვილის მიერ დაარსდა. კომპანიის მიზანია აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი და ბიოღვინო. ამისთვის დედოფლისწყაროში ვენახისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნიადაგზე გაშენდა ვაზი და დაიწყო მისი ბიომეთოდებით მოვლა.

პირველი მოსავალი 2017 წელს დაწურეს, ღვინო კი ქვევრში დააყენეს. აღსანიშნავია, რომ “ქიზიყური ტრადიციული”-ს მიერ წარმოებული პროდუქცია მუშავდება ბიო-პროდუქტებით, კომპანიას კი მიენიჭა ნატურალური პროდუქტის სერთიფიკატი. ღვინის ამგვარი ტექნოლოგიით დამუშავება საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებულია.

მარანი მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროში და იგი ამავდროულად ტურისტული ობიექტიცაა. მარანში ღვინის დაყენება ხდება ტრადიციული კახური მეთოდებით. მოსულ სტუმრებს კომპანია სთავაზობს ღვინის დეგუსტაციას, ადგილზე ღამისთევასა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. სტუმრებს ასვე საშუალება აქვთ გაეცნონ ტრადიციული ჭაჭის გამოხდისა და თონეში პურის ცხობის პროცესს.

“ქიზიყური ტრადიციული” აწარმოებს ქვევრში დაწურულ რქაწითელს, საფერავსა და კახურ მწვანეს, ასევე მუხის კასრში დამზადებულ რქაწითელს. კომპანიის სამომავლო მიზანი უძველესი ვაზის ჯიშების – ქისისა და ხიხვის და ასევე ე.წ სუფრის ყურძნის გაშენებაა. ღვინო 2018 წელს პირველად ჩამოისხა ბოთლებში და განთავსდა მაღაზიათა ქსელებში. პროდუქცია ყველა ძირითად ღვინის ობიექტში იყიდება თბილისში.

ბრენდი აქტიურად მონაწილეობს დარგობრივ ფესტივალებში. შპს ქართული ღვინის გილდიის მიერ დაფუძნებული ვებგვერდზე – www.topgeorgian.wine ასატვირთი ღვინოების შესარჩევ დეგუსტაციაში, რომელიც გაიმართა 2019 წლის 18 მაისს, კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ღვინოებმა დაიმსახურეს მაღალი შეფასებები და მოიპოვეს მედლები: მწვანე 2018 – 83.5 ქულა ბრინჯაო; რქაწითელი 2018-90 ვერცხლი.