ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ფქვილი პროგრესი
ფქვილი პროგრესი

ფქვილი პროგრესი

ქართულია & kar.ge-ა!

ჯერ კარგი …

ეს არის ფქვილი პროგრესი. ფქვილი, რომელიც მზადდება მაღალი ხარისხის ხორბლისგან საქართველოში და მას აწარმოებს შპს პროგრესი რუსთავში, მშვიდობის ქუჩა #6-ში. ეტიკეტს თუ დავუჯერებთ საუკეთესო ხარისხისათვის პარიზსა და ნიუ იორკში ოქროს მედლებით არის დაჯილდოვებული. სიმართლე გითხრათ მართლა არ ვიცი ქართული წარმოები ხორბლისგან მზადდება ეს ფქვილი, თუ შემოტანილისგან, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩემი ოჯახის წევრის სტატუსს კარგა ხანია ინარჩუნებს. საახალწლოდ ნამდვილად გადამარჩინა. ამის მოსაძებნად მთელი უბანი მოვიარე რუსული ან თურქული რომ არ მეყიდა. 1 კგ 1.6 ლარი ღირს.

ეხლა უარყოფითსაც ვიტყვი …

კაცმა რომ თქვას საიდან უნდა დავრწმუნდე მე, რომ ის ოქროს მედლები მართლა აქვს აღებული კომპანიას? რა გახდა ასეთი რომ ერთი ვებსაიტი მაინც გააკეთოთ? საკონტაქტო ტელეფონი მაინც მიუთითეთ ხალხო ეტიკეტზე? ასეთი რა გჭირთ, რომ ელემენტარულზეც კი უარს ამბობთ? სირცხვილია ბოლო ბოლო … ასეთი კარგი და მართლა ხარისხიანი პროდუქტი გაქვთ და დახარჯეთ ცოტა მეტი ამ მარკეტინგზე, ასეთი რა გიჭირთ?

მიუხედავად მინუსებისა …

დაძებნეთ, იყიდეთ, გამოიყენეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.