ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ფარავანპერლიტი

ფარავანპერლიტი

ვაჟა ფშაველას VII კვტ., VIII კორპ./54, თბილისი 0186, საქართველო
+ 995 32 2 91 71 54, + 995 32 2 91 71 50
contact@perlite.ge
http://perlite.ge
FB / ფარავანპერლიტი

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წლიდან ფარავნის ტბასთან არსებულ პერლიტის საბადოზე ფლობს პერლიტის მოპოვებისა და დამუშავების ექსკლუზიურ უფლებას და აწარმოებს სხვადასხვა დარგობრივ პროდუქციას: აგროპერლიტს, პერლიტის საფილტრე ფხვნილს, აფუებული პერლიტის ქვიშას და პერლიტის მსუბუქ თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს. ნაწარმი არის ეკოლოგიურად 100% სუფთა და 100% ქართული.

ბრენდული დასახელება სიამაყით წარმოადგენს ადგილმდებარეობას, საქმიანობას და იმ სუფთა გარემოს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი მოიპოვება.

ფარავნის პერლიტისა და ობსიდიანის საბადო მდებარეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის – ფარავნის ტბის სიახლოვეს.

სწორედ ამან განაპირობა ბრენდის სახელწოდების არჩევა – ფარავანპერლიტი.