ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > უმალი

უმალი

სოფელი ურბნისი, ქარელის რაიონი, საქართველო
+995 591 41 80 42
info@umali.ge
http://umali.ge/
FB / უმალი

ზღვის პროდუქტი ჩვენი დღიური რაციონის განუყოფელი, გემრიელი და სასარგებლო საკვებია, თუმცა მისი მომზადება მარტივი სულაც არ არის. “უმალი” კი ის ქართული ბრენდია, რომელიც ამ პრობლემას გიწყვიტავთ. ბრენდი “უმალი”-ს მფლობელი შპს “ახალი თევზი” ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელია საქართველოში.

კომპანია 2017 წლის ივლისიდან ბრენდი “უმალი”-ს სახელით ოპერირებს და 70-მდე დასახელების თევზპროდუქტით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში 100-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

“უმალის” ასორტიმენტშია 70-მდე დასახელების პროდუქცია: სალათა / მზა კერძები, გაყინული ნახევარფაბრიკატი, თევზეულის პრესერვები, შემწვარი პროდუქცია, ცივად შებოლილი თევზეული, ხიზილალა, დელიკატესები და დამარილებული თევზეული. კომპანია წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, მომავალში კი პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.