ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ტოსტის პური

ტოსტის პური

კახეთის გზატკეცილი 217ა, თბილისი 0198, საქართველო
+ 995 32 214 77 30, +995 595 14 77 33
info@madamde.ge
http://madamde.ge
FB / მადამდე

შპს “ემსიბი ჯორჯია” ფუნქციონირებს 1999 წლიდან და მისი მიზანია მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსი”-ს რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგება მთელს ამიერკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა კომპანია 500-ზე მეტ საცალო ობიექტში ყიდის თავისი წარმოების პურფუნთუშეულს ბრენდით – “მადამდე”.

“ტოსტის” პური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც HACCP სერტიფიცირებულ საწარმოში მზადდება და მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიეწოდება.

დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ნედლეული:
ფქვილი უ/ხ
შაქრის ფხვნილი
დაწნეხილი საფუარი
ზეთი
მარილი სუფრის
წყალი სასმელი
სეზამი
ცომის გამაუმჯობესებელი “ს 500”

აღნიშნული ნედლეულის მოწოდება ხდება სერთიფიცირებული ხარისხის მოწმობით და ვარგისიანობის ვადების სრული დაცვით.

გამოიყენება ხდება სხვადასხვა სახის ჰამბურგერების, სენდვიჩების და ბუტერბროდების დასამზადებლად.

შენახვის ვადაა 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე (დაცული უნდა იქნას პაკეტის მთლიანობა), ხოლო -18* ზე 45 დღე. გაყინვის შემთხვევაში საყინულიდან გამოტანის შემდეგ ფუნთუშა ოთახის ტემპერატურას იღებს 30-40 წუთის შემდეგ და შესაძლებელია მისი მოხმარება როგორც ტოსტერში შებრაწული, ასევე ტოსტერის გარეშეც.

100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 243 კკალ-ს.

შპს “ემსიბი ჯორჯია” ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებს საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანა: “Bureau Veritas”. საწარმოში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების “რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის” სისტემა HACCP. ამ სისტემის სტანდარტებიდან გამომდინარე საწარმოში დაცულია სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. წელიწადში ორჯერ, საწარმოს მთელი პერსონალი გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო ყოველთვიურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.