ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ტიფლისტექსი

ტიფლისტექსი

გრ. ლორთქიფანიძის 81ა, თბილისი, საქართველო
+995 32 2 15 78 88
info@tiflistex.ge
http://tiflistex.ge/
FB / ტიფლისტექსი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“ტიფლისტექსი” ქართული ბრენდია, რომელიც თბილისში აწარმოებს მაღალი ხარისხის წინდებს. ეს არის ერთადერთი ფაბრიკა საქართველოში, რომელიც პასუხობს მაღალი ხარისხის ევროპულ სტანდარტებს. საწარმოს მინიჭებული აქვს ჰოჰენშტაინის OEKO-TEX 100 სტანდარტის სერტიფიკატი. ჰოჰენშტაინი გერმანული ლაბორატორიაა, რომელიც ამოწმებს და განსაზღვრავს პროდუქტის უვნებლობას. “ტიფლისტექსი”-ის წინდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის 100%-ით უვნებელი პროდუქტია.

“ტიფლისტექსი” აწარმოებს კლასიკურ, სპორტულ და სხვადასხვა დიზაინის მქონე წინდებს. არის საშუალება ერთდროულად გამოვიყენოთ 5-6 ფერი და მათი გრადაციები. ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ქსოვის ტექნიკები, მათ შორის Plain, Terry, Half terry, G-flot, Normal terry, Full elastic.

წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ძაფები: Cotton Penie, Micromodal by Lenzing, Mercerize Gaze, Bamboo, Termolite, Cool Max Wool, Cashmire. პროდუქციის ელასტიურობას უზრუნველყოფს ისეთი ძაფის გამოყენება, როგორიც არის Licra by Invista. წინდების გამძლეობას უზრუნველყოფს Polyamide, განსაკუთრებით ქუსლისა და წვერის ნაწილებში.

“ტიფლისტექსი”-ს წარმოებული წინდები გადის ხარისხის 100 % კონტროლს. ესენია: 1. ზომის კონტროლი, 2. წელვადობის კონტროლი, 3. რეცხვის კონტროლი, 4. ბუსუსების კონტროლი. იმისათვის, რომ პროდუქციამ არ დაკარგოს ფორმა, საწარმო აღჭურვილია სპეციალურ დანადგარით: Climat Control by Impianti (Italy). საწარმოში წელიწადის ნებისმიერ დროს ტემპერატურა 22 გრადუსია, ტენიანობა 56%.

“ტიფლისტექსი”-ს წარმოებული წინდებს სრული კოლექციის შეძენა შესაძლებელია: კომპანიის სტენდთან თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრში, პიქსელის სავაჭრო ცენტრში, სითი მოლი გლდანში. ასევე, გუდვილის, აგროჰაბის, კარფურის, ქალთა ბედნიერების, სუფთა სახლის, ნიკორას, სპარის, უნივერსამის და ფრესკოს მაღაზიათა ქსელებში. “ტიფლისტექსი”-ს ონლაინ მაღაზიაში – Tiflistex.ge წარმოადგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტი. ონლაინ მაღაზიის მთავარი ამოცანაა კიდევ უფრ კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის “ტიფლისტექსი”-ს მაღალი ხარისხის წინდები. პროდუქცია უკვე გადის ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში.