ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

სოსისი მიუნხენური

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და დაახლოებით 220 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

“ნიკორა” ხორცპროდუქტების ქართული ბრენდია. “ნიკორას” პოპულარობას წარმოებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელი – ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, გამოცდილი და პროფესიულად მუდმივად მზარდი კადრები, მომხმარებელთან პერმანენტული დიალოგის რეჟიმი და რაღა თქმა უნდა, ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურა განსაზღვრავს.

სოსისი მიუნხენური სს “ნიკორა ჰოლდინგში” შემავალი ბრენდი “ნიკორა”-ს უგემრიელესი პროდუქტია. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით ასობით სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. პროდუქტი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ISO სერტიფიცირებულ საწარმოში უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება.