მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > საქკაბელი, სს

საქკაბელი, სს

საირმის 83, თბილისი, საქართველო
+ 995 577 26 40 09
office@sakcable.ge
http://sakcable.ge
http://sakcable.ge
FB / საქკაბელი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს. დღეს მის ძირითად ფუნქციას სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება წარმოადგენს. 2006 წლის ოქტომბრიდან ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. შედეგად მოხდა წარმოების გადაიარაღება, შეძენილი იქნა ახალი ტიპის დანადგარები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, რამაც გაზარდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა, გაუმჯობესდა ხარისხი. შედეგად საქკაბელმა დაიმკვიდრა როგორც საერთაშორისო სერტიფიცირების სპილენძის და ალუმინის კაბელების ლიდერმა მწარმოებელმა საქართველოში და ერთ-ერთმა მოწინავე მწარმოებელმა კავკასიაში.

კომპანიამ უკვე დაიმკვიდრა საქართველოში საკაბელო ნაწარმის საიმედო მწარმოებლის რეპუტაცია. იგი უკვე 74 დასახელების 2000-მდე სპეციფიკაციის კაბელს უშვებს. ა.გ. საქკაბელი ადგილობრივი ბაზარზე დომინანტი მწარმოებელია. მთავარი მყიდველები არიან მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიები, მუნიციპალიტეტები და სამხრეთ კავკასიის საცალო ბაზარი. საწარმოო სიმძლავრეები მდებარეობს ზესტაფონში, დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში. მთავარი ოფისი კი არის თბილისში.

2008 წლის 23 დეკემბერს სააქციო საზოგადოება საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2000 სერთიფიკატი. 2012 წელს წარმატებით გაიარა რა სერტიფიკაცია და დაადასტურა ხარისხის მენეჯმენტის ეფექტურობა და ხარისხის გაუმჯობესებაზე სისტემური ზრუნვა, საქკაბელს გერმანული სერტიფიცირების ორგანოს TUV SUD-საგან მიენიჭა ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი.

2016 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში მოხდა წარმოების ხელახალი, სრული გადაიარაღება. ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით, რამაც უახლესი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ისეთი პროდუქციის წარმოების საშუალება მოგვცა, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ჰალოგენის გარეშე კაბელი.

2018 წელს “საქკაბელი”-ს მიერ წარმოებულ პროდუქციას მიენიჭა CE მარკირება, რომელიც გულისხმობს პროდუქციის სრულ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.