ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბლაუენშტაინ საქართველო-ს საფირმო მაღაზია თბილისში

ბლაუენშტაინ საქართველო-ს საფირმო მაღაზია თბილისში

აკ. წერეთლის გამზ. 67, თბილისი 0154, საქართველო
+995 32 243 44 88
+995 591 12 90 70
info@btq.ge
http://btq.ge
FB / ბლაუენშტაინ საქართველო

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“ბლაუენშტაინ საქართველო” შვეიცარიულ-ქართული საინვესტიციო პროექტია, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველ რიგში რეგიონის განვითარებას ისახავს მიზნად. კომპანია მოიცავს ფერმერულ მეურნეობას და წარმოებას რაჭის რეგიონში და საფირმო მაღაზიებს თბილისში ა. წერეთლის 67-ში და ფალიაშვილის 67-ში, სადაც მომხმარებელს საშუალებს აქვს სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი კატეგორიის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტები, მათ შორის “დამწიფებული ხორცი” შეიძინოს.

“ბლაუნშტაინ საქართველო”-ს საფირმო მაღაზიები თბილისში, რომლებიც წერეთლის 67-ში და ფალიაშვილის 67-ში მდებარეობენ, ორი ადგილია საქართველოში, სადაც მომხმარებელს დამწიფებული ხორცის ყიდვა შეუძლია.

უსტრესო დაკვლის შემდეგ საქონლის კარკასები სპეციალურ მაცივრებში ინახება, სადაც ტემპერატურის და ტენიანობის მკაცრი კონტროლით ხდება სისხლის და მავნე ტოქსინებისგან ხორცის დაცლა. ხორცი მწიფდება 21 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც აღწევს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს. სწორედ ამ პროცესის გავლის შემდეგ ხვდება პროდუქცია “ბლაუნშტაინ საქართველო” საფირმო მაღაზიაში.

საქონლის დაკვლისა და დახარისხების შემდეგ პროდუქტის ტრანსპორტირება მანქანა-მაცივრით ხორციელდება. პროცესის არცერთ ეტაპზე არ წყდება ცივი ჯაჭვი, რათა მაღაზიამ უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ხორცი მიიღოს.

ხორცის გარდა “ბლაუნშტაინ საქართველო”-ს მაღაზიაში ხორც-პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების ფართო არჩევანია. ყველა ნაწარმი მზადდება ადგილზე, ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე, უმაღლეს შვეიცარულ და ევროპულ ხარისხის შესაბამისად. ამიტომ მაღაზიაში დამზადებულ პროდუქტს შენახვის მოკლე ვადა აქვს და ის ყოველთვის ახალია.

მაღაზიაში დაცულია სანიტარიის შვეიცარიული სტანდარტი, პროდუქტების დამზადებას კი შვეიცარიელი სპეციალისტები ასწავლიან.