ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

სადენი

საირმის 83, თბილისი, საქართველო
+ 995 577 26 40 09
office@sakcable.ge
http://sakcable.ge
http://sakcable.ge
FB / საქკაბელი

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა. მის ძირითად ფუნქციას 74 დასახელების 2000-მდე სპეციფიკაციის კაბელების წარმოება წარმოადგენს. პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი. გარდა საერთაშორისო სერტიფიკაციისა საქკაბელის მიერ წარმოებული ნაწარმი მუდმივაც ინსპექტირდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ.

2018 წელს “საქკაბელი”-ს მიერ წარმოებულ პროდუქციას მიენიჭა CE მარკირება, რომელიც გულისხმობს პროდუქციის სრულ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.

დათვალიერეთ პროდუქციის სურათები. დამატებითი ინფორმაციისათვის კი დაუკავშირდით კომპანიას.