ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > რძის ლაბორატორია, შპს

რძის ლაბორატორია, შპს

ჭავჭავაძის 37ლ, თბილისი, საქართველო
+995 599 09 30 80
milklab.ltd@gmail.com
FB / რძის ლაბორატორია

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “რძის ლაბორატორია” 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის უნიკალური სტრატეგიაა 100% ნატურალური რძის ნაწარმი დაამზადოს მომხმარებლის თვალწინ და ყიდვამდე მისცეს პროდუქტის გასინჯვის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ რძის პროდუქტების მინი საწარმოები უშუალოდ სარეალიზაციო წერტილებშია განთავსებული, ამ მომენტისათვის თბილისში 2 ადგილას – ვაკის კარფურის სივრცეში და GTC-ს კარფურის სივრცეში.

ხარისხიანი და სანდო რძე საუკეთესო რძის პროდუქტის უპირობო საწინდარია. სწორედ ამიტომ “რძის ლაბორატორია” ახალ რძეს ყოველდღიურად იღებს საუკეთესო რძის მწარმოებელი ფერმა – “ყვარლის ბაგა”-სგან. ნებისმიერი რძის პროდუქტი დამზადებულია 100% ით ნატურალური საღი რძისაგან და გავლილი აქვს უამრავი ლაბორატორიული შემოწმება. ყოველდღიური მონიტორინგით კი მიიღწევა საბოლოო პროდუქტის გემოსა და ხარისხის სრულყოფა.

“რძის ლაბორატორია”-ს ყველა სარეალიზაციო წერტილში აქვს ექსკლუზიურად დამზადებული მოწყობილობით აღჭურვილი საწარმოები, სადაც მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პროდუქციის დამზადების პროცესს. ეს განსაკუთრებით ზრდის ნდობას, რაც რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მინი საწარმოებში გამოიყენება ‘”რძემჟავა პროდუქტების” ჩამოსხმითი მეთოდი. დანერგილია HACCP -ის სტანდარტი. თითოეულ მინი საწარმოში სანიტარია უმაღლეს დონეზეა დაცული და თითოეული ლიტრი რძის დამატებითი შემოწმება ხდება აპარატი – ანალიზატორით, რომლის საშუალებითაც თავის დაზღვევის მიზნით ადგილზე კიდევ ერთხელ მოწმდება ყოველდღიურად შემოსული რძე.

ბრენდი “რძის ლაბორატორია” – ეს არის თქვენს თვალწინ დამზადებული უგემრიელესი და 100% სანდო ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი.