ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

პრინცი გურიელი

ჭავჭავაძის 55, თბილისი 0162, საქართველო
+995 32 2 22 63 20
feedback@geoplant.ge
http://gurieli.ge
FB / გურიელი

კომპანია „გეოპლანტი“ 1996 წელს დაფუძნდა. საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო სანედლეულო ჩაის წარმოება. კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.

ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ იდეა 2008 წელს დაიბადა. ორი წლიანი ინტენსიური მუშაობა აქციონერებთან, წარმოების მენეჯერებთან, ფერმერებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, მთავრობასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან წარმატებით დაგვირგვინდა. 2010 წელი შემობრუნების წერტილი გახდა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ჩაის ინდუსტრიისთვის საქართველოში. ამ წელს ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ პირველად წარსდგა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვაწარმოებთ უდიდესი საექსპორტო პოტენციალის მქონე, უმაღლესი ხარისხის ჩაის. ყველა ჩვენ პროდუქტს აქვს გამორჩეული გემო და არომატი, რომელიც ქართველი სპეციალისტების მიერ იქმნება.

ექსკლუზიური დიზაინი და შეფუთვა შექმნილია მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგული კომპანია Ogilvy & Mother (დიდი ბრიტანეთი) მიერ.

კომპანიის პარტნიორები არიან Plantextract, Martin Bauer (გერმანია), Van Rees (ნიდერლანდები), Fozzy Group (უკრაინა), Glatfilter GmbH (გერმანია), Purico GmbH (გერმანია), Kölle Etiketten GmbH (გერმანია), Drahtwerk Elisental GmbH (გერმანია), Zwirnerei a.d. (გერმანია), Wutach GmbH (გერმანია), EIGENart by Brüssel Steel GmbH (გერმანია).

კომპანია „გეოპლანტი“ და ბრენდი „გურიელი“ არაერთი ჯილდოს მფლობელია. 2010 წლიდან „გურიელი“ სახელდება ოქროს ბრენდად საქართველოში, 2013 წლიდან „გეოპლანტი“ ყოველწლიურად ხდება ბიზნეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

დღეისათვის ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ აერთიანებს რამდენიმე ხაზს: პრინცი გურიელი, გურიელი კლასიკური, გურიელი ხილის ჩაი, გურიელი მცენარეული.

პრინცი გურიელი გამოირჩევა შეფუთვის მრავალფეროვნებით. წარმოდგენილია ერთჯერადი შეფუთვის როგორც ორ პარკუჭიანი ფუთულები, ისე თანამედროვე პირამიდის შეფუთვა. 25 ცალიანი და 20 ცალიანი კოლოფებით. ასვე არის დასაყენებელი ჩაი და სასაჩუქრე შეფუთვა თუნუქის ქილებში.

1809 წლიდან გურიის მთავრის მამია გურიელის ინიციატივით საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქის გაშენება დაიწყო. ამ დროიდან იღებს სათავეს განსაკუთრებული ხარისხის ქართული ჩაის ორასწლოვანი ისტორია.

პრინცი გურიელი – წარმოადგენს ქართული ჩაის მწვერვალს. ის აერთიანებს როგორც კლასიკურ ჩაის, ისე ხილის და მცენარეულ ჩაის. პრინცი გურიელი სათანადოდ აგრძელებს ქართული ჩაის ისტორიას, იცავს ტრადიციებს, ამდიდრებს მათ და ქმნის ახალ საფუძველ მომავლისათვის.

პრინცი გურიელი ეს არის სათითაოდ დამუშავებული უნაზესი მწვანე ფოთოლი და გამშრალი ხილის მდიდარი სურნელი, დახვეწილი გემო, სიახლე და ეკოლოგიური სისუფთავე, რომლის თითოეული ფინჯანი თქვენ ქართული ჩაის ტრადიციას გაზიარებთ.

პრინცი გურიელი – შეეხე წარსულს გაიგე მომავლის გემო!