ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრესერვები

პრესერვები

სოფელი ურბნისი, ქარელის რაიონი, საქართველო
+995 591 41 80 42
info@umali.ge
http://umali.ge/
FB / უმალი

შპს “ახალი თევზი” ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში და ასევე პირველი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელია საქართველოში. კომპანია 2017 წლის ივლისიდან ბრენდი “უმალი”-ს სახელით ოპერირებს და 70-მდე დასახელების თევზპროდუქტით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში 100-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

“უმალი”-ს პრესერვების “მენიუ“ მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: ქაშაყის ფილე ბოსტნეულით მარინადში, ქაშაყი სანელებლებით, ზღვის პროდუქტები ზეთში, თევზის ასორტი – ქაშაყი და სკუმბრია, ქაშაყის ფილე ტომატის სოუსში და ა.შ.

კომპანია წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, მომავალში კი პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.