ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პოულტრი ჯორჯია, შპს

პოულტრი ჯორჯია, შპს

მეფრინველის 1-ა, თბილისი, საქართველო
+995 032 2 24 46 64
info@koda.ge
http://koda.ge
FB / კოდა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “პოულტრი ჯორჯია” (კოდა) დაარსდა 2002 წელს სს “თბილისის სანაშენე რეპროდუქტორი”-ს და სს “კოდა”-ს ბაზაზე. დაარსებისთანავე დამფუძნებლების მიერ მიღებული იქნა გადაწვეტილება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ფაბრიკის გადაიარაღების თაობაზე. დაინერგა ფრინველის გამოზრდის თანამედროვე კლიმატ-კონტროლის კომპიუტერული სისტემები და გადამუშავების სრულიად ახალი ტექნოლოგიები. კომპანიამ შეიძინა ქათმის ჰოლანდიური სასაკლაოს სრული აღჭურვილობა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია და ექსკლუზიურად შექმნა საკუთარი სადისტიბუციო პროგრამა, რომელიც შესანიშნავად სინქრონიზდება “კოდა”-ში მოქმედ საბუღალტრო პროგრამა “ორისთან” და ქმნის ფინანსური და მარკეტინგული ანალიზისათვის უნიკალურ სტატისტიკურ ბაზას.

დღეს “პოულტრი ჯორჯია” ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001: 2008 და ISO 22000 : 2005 სერტიფიკატს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანიაში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

“კოდა” აწარმოებს როგორც ნედლ, ასევე გაყინულ ქათამს და მათ სუბპროდუქტებსაც. ესენია ბარკალი, ფრთა, ფილე, კუჭი, ღვიძლი, საბულიონე ნაკრები. პროდუქცია სპეციალური სამაცივრე სადისტრიბუციო მანქანებით მიეწოდება სარეალიზაციო წერტილებს. “კოდა” საქართველოში კვერცხის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი შეძენა საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი. პროდუქცია სპეციალური სამაცივრე სადისტრიბუციო მანქანებით მიეწოდება სარეალიზაციო წერტილებს.

მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ნდობის ხიდი პროდუქტის ხარისხზე გადის. “კოდა” სუფთა ქართულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციას აწვდის მომხმარებელს. “კოდა” თავის ფრინველს მხოლოდ ბუნებრივი საკვებით კვებავს, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. ესენია სიმინდი, ხორბალი, ქერი, მზესუმზირისა და სიოს შროტები. ამ რეცეპტურას იძლევა თვითონ ამ ჯიშის ფრინველის გამომყვანი გერმანული კომპანია. “კოდა”-ს პროდუქცია დროულად და ხარისხიანად მიეწოდება მომხმარებელს. ამას ხელს უწყობს ის, რომ გადასაზიდი მანქანები აღჭურვილია სპეციალური სამაცივრე დანადგარებით.

მზა პროდუქტის დამზადება-მიწოდების პროცესი შეესაბამება ადგილობრივი ტექნიკურ ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით წინასწარ შემუშავებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური რუკების მოთხოვნებს. მზა ნაწარმის სპეციფიკაცია შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, ნორმებს, გოსტებს პროდუქტის მიმართ და დამტკიცებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ.

საწარმოში სამი სხვადასხვა ლაბორატორია მოქმედებს. მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში კვერცხს და ქათმის ხორცს მიკრობიოლოგიური კვლევები უტარდება. სინჯებს ლაბორანტები სპეციალურ ნიადაგზე ათავსებენ და მის შემადგენლობას დეტალურად იკვლევენ. მეორე ლაბორატორიაში სპეციალისტები სისხლის ანალიზებს ელაიზას მეთოდით ატარებენ და ქათმის იმუნურ მდგომარეობას აკონტროლებენ. ცალკე ლაბორატორიული კვლევები უტარდება ფრინველის საკვებსაც. ნედლეული ყოველდღე მოწმდება. სპეციალური ლაზერის აპარატით იკვლევენ მის ქიმიურ შემადგენლობას, სინესტეს, პროტეინს, ცხიმსა და ნაცარს. სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევებითა და მაღალ ტექნოლოგიური პროცესით “კოდა” უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, უსაფრთხოებას, ვარგისიანობის ვადებს და ამ მოთხოვნების დაცვას მათი მიმოქცევის ეტაპებზე.