ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პერლიტის საფილტრე ფხვნილი

პერლიტის საფილტრე ფხვნილი

ვაჟა ფშაველას VII კვტ., VIII კორპ./54, თბილისი 0186, საქართველო
+ 995 32 2 91 71 54, + 995 32 2 91 71 50
contact@perlite.ge
http://perlite.ge
FB / ფარავანპერლიტი

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წლიდან ფარავნის ტბასთან არსებულ პერლიტის საბადოზე ფლობს პერლიტის მოპოვებისა და დამუშავების ექსკლუზიურ უფლებას და აწარმოებს სხვადასხვა დარგობრივ პროდუქციას: აგროპერლიტს, პერლიტის საფილტრე ფხვნილს, აფუებული პერლიტის ქვიშას და პერლიტის მსუბუქ თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს. ნაწარმი არის ეკოლოგიურად 100% სუფთა და 100% ქართული.

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი”-ს მიერ წარმოებული პერლიტის საფილტრე ფხვნილი გამოიყენება სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად (ღვინო, ლუდი, ზეთი, წყალი და ა.შ.) კვების, ქიმიურ, სამედიცინო, ნავთობგადამამუშავებელ და სხვა დარგებში.

საფილტრე ფხვნილის გამოყენების უპირატესობებია:

  • საფილტრე ფხვნილის შეძენისას დანახარჯების ეკონომია;
  • სტაბილური გრანულომეტრული შემადგენლობა, რომელიც უზრუნველყოფს ფილტრაციის ხანგრძლივობას წარმოების გრძელ პერიოდში;
  • მაქსიმალურად სტაბილური ფილტრაციის პროცესი;
  • ფილტრაციის მაღალი სიჩქარე;
  • გასუფთავების მაღალი დონე;
  • გასაფილტრი სუსპენზიის დანაკარგების შემცირება;
  • დამუშავებული საფილტრე ფხვნილის გამოყენებაზე დანახარჯების შემცირება;